24/07/201 358 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - ავტორიზაციის აქტი სხვაა და კანონპროექტი, სადაც სანქციებს ითხოვენ, სხვა, ხელისუფლებას ტაშის შემოკვრის საფუძველი არ აქვს

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აშშ- ის სენატის მიერ მიღებულ თავდაცვის ავტორიზაციის აქტს მიესალმება და აღნიშნავს, რომ მთავრობა სპეკულირებს, თითქოს ეს მათი დამსახურებაა.
როგორც გოცირიძე ამბობს, ხელისუფლება ასევე სპეკულირებს როცა ამ დოკუმენტში სანქციების არარსებობაზე მიუთითებს.
დეპუტატი განმარტავს, რომ ავტორიზაციის აქტი სხვა დოკუმენტია, ხოლო კანონპროექტი, სადაც დაფინანსების პირობებსა და 15 პროცენტის შეჩერებაზეა საუბარი, კიდევ სხვა დოკუმენტი, რომელიც კონგრესშია დარეგისტრირებული, ამიტომ ხელისუფლებას "ტაშის შემოკვრის საფუძველი" არ აქვს.
"მნიშვნელოვანია სენატში მსგავსი კანონპროექტის ინიცირება, ვინაიდან კიდევ ერთხელ არის გამოხატული საქართველოს მიმართ მხარდაჭერა როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო კუთხით და ეს არის აშშ- ის სტრატეგიული პოზიცია. მთავრობა ნუ ეწევა სპეკულირებას, თითქოსდა, რაღაც დამსახურება იყოს მათი ამაში, ისევე როგორც ეწევიან სპეკულირებას, რომ თითქოსდა, ამერიკის კონგრესში არ ყოფილიყოს კანონპროექტი დარეგისტრირებული, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს თავდაცვის ხარჯების შემცირებას 15 პროცენტით, ანუ მის გაყინვას, 20 მილიონ დოლარზეა საუბარი. ეს დოკუმენტი - თავდაცვის ავტორიზაციის აქტი არის სხვა, ხოლო ის დოკუმენტი, რომელიც საბიუჯეტო კომიტეტმა მიიღო და სადაც სანქციებს ითხოვენ, არის - სხვა. თავისთავად საქართველოსადმი მხარდაჭერა თავდაცვის ავტორიზაციის აქტით არის ძალიან კარგი და მისასალმებელი ჩვენი მხრიდან. ამავე დროს, უნდა იქნას გათვალისწინებული მეორე დოკუმენტიც, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ თუ ქვეყანაში არ იქნება სამართლიანი არჩევნები, გაგრძელდება პოლიტიკური დევნა და არ იქნება დემოკრატიის მიმართულებით ნაბიჯები გადადგმული, ქვეყანას 20 მილიონი დოლარი გაეყინება. არავის არ უხარია ჩვენი თავდაცვის განვითარებისთვის ფულის დაკლება, ძალიან გაგვიხარდება, თუკი, მთავრობა შეასრულებს ამ ვალდებულებას და დროულად შეწყვეტს იმ უმსგავსობას, Erotic nuru massage near me. რაც ქვეყანაში მიმდინარეობს და რასაც ჰქვია საკონსტიტუციო შტოების უზურპირება ერთი ადამიანის მიერ. მეორე დოკუმენტი კვლავ არის ძალაში და იგი განხილული იქნება ოქტომბერში, ბიუჯეტის დამტკიცებისას. ასე რომ, ერთი დოკუმენტიდან თუ რაღაცები იქნა ამოღებული, მაგრამ იგივე რანგის მეორე დოკუმენტში არის, ეს არ აძლევს მთავრობას სიხარულისა და ტაშის შემოკვრის საფუძველს. ეხმარებიან სახელმწიფოს და არა მთავრობას. საქართველო ამერიკისთვის არის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანა, სადაც 3 ნახევარი მილიარდი დოლარი ჩადო ამ ქვეყნის ეკონომიკური და სამხედრო განვითარებისთვის, რეგიონში დემოკრატიის დამკვიდრებისთვის და მისასალმებელია, რომ სამხედრო ავტორიზაციის აქტით კიდეც ერთხელ არის გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ,"- განაცხადა გოცირიძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY