27/07/201 071 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლადო ბაჭულაშვილი უარყოფს თამარ ბაჩალიაშვილის მამის განცხადებას, თითქოს მან უთხრა, რომ „თამარი შარში იყო“

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილი კატეგორიულად უარყოფს თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს მისი შვილის კომპიუტერის გახსნის შემდეგ, მან უთხრა, რომ „თამარი შარში იყო“. როგორც ლადო ბაჭულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის აღნიშნულ განცხადების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და გამოძიება დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია გარდაცვლილის ოჯახთან და რა სახის.
მან გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახთან როგორც პირადი, ასევე სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა.
„პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ოჯახს დიდი მწუხარებით, ძალიან მეწყინა. დაბარებული ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ოჯახის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, ვითომ მე მითქვამს რაღაც, რაც საერთოდ არ მითქვამს. კომპიუტერთან არაფერი შეხება არ მქონია, რადგან კომპიუტერი გამომძიებელმა ამოიღო და პირდაპირ ექსპერტიზაზე წაიღო. ყოველდღიური კომუნიკაცია მქონდა ოჯახთან, ორჯერ შევხვდი, ასევე სატელეფონო კავშირები მქონდა ოჯახთან იმიტომ, რომ დაწვრილებით ვაკონრეტებინებდი, რა ეცვა, სად წავიდა, სად შეიძლებოდა, წასულიყო. ეს ჩემი მხრიდან გამოკითხვა იყო“,-აცხადებს ლადო ბაჭულაშვილი. მისი თქმით, მას გარდაცვლილის კომპიუტერთან შეხება საერთოდ არ ჰქონია.
„ოჯახთან კომუნიკაცია მქონდა, როგორც პირადი, ასევე სატელეფონო. თუმცა, ის, რომ „შარშია“ ჩემგან არ თქმულა. როგორ ვეტყოდი, როცა საეროდ კომპიუტერთან შეხება არ მქონდა. ოჯახმაც იცოდა, რომ დღე და ღამეს ვათენებდი იმისთვის, რომ მეპოვა. აქციის დღეს საერთოდ არ მქონია მაგ კაცთან არც შეხება. შეიძლება დილით სატელეფონო საუბარი მქონდა, მაგრამ საღამოს არა. ვეუბნებოდი, რომ ჩართულია ყველა სამსახური, საგამოძიებოც, სამაშველოც, დრონიც, ყველა სამსახური ჩართული იყო. ჩემი სახელი და გვარი პირველივე დღეს ვუთხარი, ასევე საკონტაქტო ტელეფონი. იცოდა, დირექტორის მოადგილე რომ ვიყავი, ჩემს კაბინეტში იყო და აბრა არის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე“,-აცხადებს ლადო ბაჭულაშვილი.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, პირი, რომელიც მასთან მივიდა და შვილის კომპიუტერის გახსნის შემდეგ უთხრა, რომ „თამარი შარში იყო“, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილია.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,