05/08/201 572 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სოზარ სუბარი - ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოვიგებთ!

„ნაციონალური მოძრაობა“ წარსულია და სააკაშვილი კიდევ იმ წარსულის ყველაზე მძიმე წარსული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი არის ის წარსული, რომელსაც საქართველოს ამომრჩეველმა უარი რამდენჯერმე უთხრა და ახლაც ასე განმეორდება.
„ეს არის ადამიანი, რომელსაც ვერ გაურკვევია რომელი ქვეყნის მოქალაქეა, რაზე ილაპარაკოს, რომელ ქვეყანას ელაპარაკოს, რომელი ქვეყნის მოსახლეობას ელაპარაკოს, რა უნდა საერთოდ ცხვორებაში... დაბნეული და გზაკვალარეული ადამიანია, რომელსაც უცებ, როცა ჰგონია, რომ უკრაინაში რაღაც პერსპექტივა აქვს, ამბობს, რომ ის არის ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში წარმატებული ადამიანი და საქართველოსნაირი პატარა ქვეყნები არ აინტერესებს და რა წამსაც აღმოაჩენს, რომ იმ ქვეყანაშიც არავის აინტერესებს, ისეთი თანამდებობა აქვს, რომ არანაირი ბერკეტი არ აქვს, საჯარო მოხელეც კი არაა, ისევ იწყებს საქართველოზე საუბარს“, - განაცხადა სუბარმა.
გარდა ამისა, სამგორში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ოპოზიციური პარტიების ტაქტიკაც შეაფასა თბილისის ოლქებში ერთიანი კანდიდატების წარდგენის შესახებ და აღნიშნა, რომ „იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ოპოზიცია გაერთიანდება, „ქართული ოცნება“ ერთ კანდიდატს დაამარცხებს, იქ, სადაც ბევრი კანდიდატი ეყოლება ოპოზიციას, მმართველი პარტია, ბევრს დაამარცხებს“.
„ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოვიგებთ, ისევე როგორც პროპორციული სიით გვეყოლება უმრავლესობა. ამაში ვარ დარწმუნებული მეც და მგონი თვითონაც, უბრალოდ იხტიბარს არ იტეხენ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA