06/08/20973 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

კიტრი, პომიდორი და მწვანილი - "ოცნება" ქობულეთის მოსახლეობას ასაჩუქრებს

"ქართული ოცნება" ამომრჩევლის მოსყიდვას განაგრძობს - კატროფილისა და ხახვის შემდეგ, ამჯერად ოლიგარქის ქვეშევრდომებმა მოსახლეობა კიტრით, პომიდვრითა და მწვანილით დაასაჩუქრეს.
შემთხვევა 5 აგვისტოს, ქობულეთში მოხდა. ინფორმაცია ადგილობრივმა ბონდო თედორაძემ Facebook-ის პირად გვერდზე გაავრცელა, რის შემდეგაც ეს ფაქტი აჭარის "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა დაგვიდასტურეს. 
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი გვიყვება, რომ კორონაპანდემიის დროს, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბოსტნეულის სათბური დააფინანსა. მისი თქმით, სწორედ "იქ მოწეულ მოსავალს ანაწილებდნენ "ქართული ოცნების" აქტივისტები მათივე პარტიის სახელით. ეუბნებოდნენ, "ოცნების" საჩუქარია მოსახლეობისთვისო". 
ბაგრატიონის თქმითვე, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არჩევნების თარიღი არ გამოცხადებულა და ეს ფაქტი კანონით ვერ დაისჯება, წინასაარჩევნო პერიოდში სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე რეაგირება აუცილებლად ექნებათ. 
"ევროპული საქართველოშიც" ამბობენ, რომ ამომრჩეველი მოისყიდეს, რაც ძალიან ცუდი ფაქტია. "უნდა დასრულდეს ასეთი რაღაცები მოსყიდვა არის აკრძალული წესით და კანონით," - გვითხრა პარტიის წევრმა რეზი ჯალაღანიამ. 
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "ქართული ოცნება" ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს. 2019 წელს პარტიამ მარნეულში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს 3 ლიტრი ზეთი, 1 კილოგრამი ბრინჯი და კანფეტები აჩუქა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კი ხელისუფლებამ ადგილობრივებს ხახვი და კარტოფილი დაურიგა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,