06/08/201 443 ნახვა წყარო: resonancedaily.comფოტო: resonancedaily.com

რუსეთ-სომხეთის დიდი საინფორმაციო ომი - სომხეთში რუსული არხები აკრძალეს და „რაშა თუდეის“ ხელმძღვანელს სომხობა ჩამოართვეს

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ქვეყანაში უცხოური ტელეარხების, მათ შორის რუსული არხების მაუწყებლობას ზღუდავს. ამას კი წინ უძღოდა სომხეთის ხელისუფლების დაპირისპირება რუსული ტელეკომპანია „რაშა თუდეის" სომხური წარმომავლობის ხელმძღვანელთან. თბილისში მიიჩნევენ, რომ ეს სომხეთსა და რუსეთს შორის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ომის დაწყებას ნიშნავს.
სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზანი სანდო ინფორმაციის საყოველთაო ხელმისაწვდომობის, აზრის გამოხატვის თავისუფლებისა და მედიაკომპანიების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა. ახალი წესებით, უცხოური პროგრამები სომხეთის ტერიტორიაზე მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე გადაიცემა.
ყოველივე ამის საფუძველზე, სომხეთში მაუწყებლობა ეკრძალება რუსეთის პირველ არხს, „რტრ პლანეტასა" და „როსია კულტურას", ხოლო სახელმწიფოთაშორისო ტელეკომპანია „მირ" მაუწყებლობას გააგრძელებს.
მანამდე კი სომხეთში დიდი სკანდალი იყო ტელეკომპანია „რაშა თუდეის" გენერალური დირექტორის, მარგარიტა სიმონიანის განცხადებების გამო. მან მწვავედ გააკრიტიკა სომხეთის ხელისუფლება და პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკის გამო. ამას კი ერევნიდან მოულოდნელი პასუხი მოჰყვა - სიმონიანს ოფიციალურად ჩამოართვეს სომხობა.
სომხობის ჩამორთმევის ოფიციალური რიტუალი ყოფელთა სომხეთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ 21 ივლისს პირადად ჩაატარა ერევნის მთავარ ტაძარში - გრიგორი განმანათლებლის სახელობის ეკლესიაში. ღონისძჳებას ასევე ესწრებოდნენ პრემიერი ფაშინიანი და სხვა ოფიციალური პირები. ცერემონიალის დასრულების შემდეგ, მაგრაგიტა სიმონიანის პორტრეტი სიმბოლურად მდინარე არაქსში გადააგდეს.
როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რუსეთმა ბოლო პერიოდში სომხეთთან ურთიერთობა დაძაბა და მისი თქმით, პრეზიდენტმა სარქისიანმა ის რუსული ტელეარხები გააუქმა, რომლებიც ანტისომხურ კამპანიას აწარმოებდნენ.
„ამის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისაა, რომ მარგარიტა სიმონიანმა (რომელიც რუსული რბილი ძალის ერთ-ერთი მთავარი მმართველი და „რაშა თუდეის" - რუსული რბილი ძალის ერთ-ერთი ძლიერი ფლაგმანის ხელძღვანელია) თავის დროზე განცხადება გააკეთა, რომელმაც სომხეთში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ეს ისეთ დონეზეც კი იყო, რომ სომხეთის კათოლიკოსმა მის მიმართ ისეთი განცხადება გააკეთა, რომ, ასე ვთქვათ, ეროვნებაც კი ჩამოართვა.
„როგორც ჩანს სავარაუდოდ ეს ფაქტი ამ საინფორმაციო ომის ელემენტებთანაა დაკავშირებული, რომელიც რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებში წარმოიქმნა,გარდა ამისა, სომხეთში გარკვეულწილად უკვე ისმის ხმები რუსული სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებითაც, ამ შემთხვევაში, სომხეთის პრეზიდენტმა ის რუსული არხები შეზღუდა, რომელიც, მისი აზრით, ანტისომხურ ისტერიას ავითარებენ.
„პუტინის რეჟიმი ახლა ცოტა უცნაურად იქცევა. მოგეხსენებათ, ურთიერთობები მან ლუკაშენკოსთანაც კი გააფუჭა. ანუ, დღეს ბელარუს-რუსეთის ურთიერთობა ძმურიდან პარტნიორულ დონემდე დააქვეითა, ლუკაშენკომ სრული სამხედრო საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა და მთელი ბელორუსის შეიარაღებული ძალები რუსეთის საზღვართანაა გადასროლილი და ფარული მობილიზაციაც კია გამოცხადებული.
„ანუ, აქ მარტო სომხეთზე არაა საუბარი, რუსეთს ურთიერთობა ბელარუსთანაც კი დაეძაბა. ბუნებრივია, ასეთი ურთიერთობების ფონზე, რუსეთის პოლიტიკურ სპექტრში გაურკვეველ ინდიკაციებს აქვს ადგილი და შესაბამისად, ის, რომ მას სტრატეგიულ მოკავშირეებთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა აქვს, ძალიან ბევრ კითხვის ნიშნებს ბადებს.
„საინტერესოა პუტინს რა უნდა და საით მიისწრაფის. როგორც ჩანს, მას პაშინიანისა და ლუკაშენკოს პიროვნებები უკვე აღიზიანებს, მათთან საერთო ენა ვერ გამონახა.
„არსებობს კიდევ ერთი ნიუანსიც, თუ სომხეთში რუსული მაუწყბლობა რატომ შეიზღუდა - სომხეთის წინა პრეზიდენტმა რობერტ კოჩარიანმა რამდენიმნე დღის წინ თუ არ ვცდები რუსულ ტელევიზიას საკმაოდ ანტისამთავრობო ინტერვიუ მისცა, საკმაოდ აგრესიული გამოსვლა იყო, სადაც მან ფაქტიურად პაშინიანის გადაყენება მოუწოდა."- განაცხადა მაისაიამ.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს რუსული ტელეარხების მაუწყებლობა მოლდოვაშიც აიკრძალა. ქვეყნის პარლამენტმა მაუწყებლობის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რომელიც მოლდოვის ტერიტორიაზე რიგი ქვეყნების, მათ შორის რუსეთიდან, პოლიტიკური და სამხედრო მიმართულების ინფორმაციულ და ანალიტიკური პროგრამების გადაცემას კრძალავს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ