06/08/202 080 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

200 ლარიანი დახმარება ბავშვებს 17 წლის ჩათვლით - პრემიერის განცხადების დაზუსტება

დღეს, 6 აგვისტოს მთავრობის სხდომის წინ გაკეთებულ განცხადებაში პრემიერ მინისტრმა სოციალური დახმარების მესამე ტალღის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალგაზრდობის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფისთვის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 17 წლამდე ბავშვებს გადაეცეთ 200 ლარიანი დახმარება. 
საზოგადოებაში დაისვა კითხვები ეკუთვნოდათ თუ არა ეს დახმარება მოზარდებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 17 წელი, მაგრამ სრულწლოვნები ჯერ კიდევ არ არიან. 
პრემიერ მინისტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე ვკითხულობთ, რომ "17 წლის ჩათვლით თითოეულ ბავშვზე გაიცემა 200 ლარიანი დახმარება". 
საქართველოს მთავრობის Facebook-ის გვერდზე, ჟურნალისტებთან კითხვა-პასუხის შესახებ პოსტში წერია: 
ყველაზე მნიშვნელოვანი ხარჯები საქართველოს მოქალაქეების ოჯახების, რა თქმა უნდა, ბავშვებზე და ამიტომ, ყველა ბავშვს, 17-წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი.
მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც დაგვიზუტეს, რომ "დახმარება გადაეცემა ყველა ბავშვს 17 წლის ჩათვლით, ანუ 18 წლამდე". 
შეგახსენებთ, რომ სოციალური დახმარების მესამე ეტაპი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს
  • 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარება 70 ათას თვითდასაქმებულს, რომელთაც ერთჯერადი დახმარების გაცემის პირველ ეტაპზე დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის გამო დახმარება არ ჩაერიცხათ - თავდაპირველად ამ დახმარების მისაღებად განაცხადი 250 ათასმა თვითდასაქმებულმა შეავსო;
  • კომუნალური გადასახადების კომპენსაცია  4 თვის განმავლობაში - ზამთარში მოხმარებული 200 კვტ-მდე ელექტროენერგიისა და 200 კბმ-მდე ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურება - კერძოდ, ოჯახები, რომლებიც "თელასის" აბონენტები არიან და ყოველთვიურად 37 ლარამდე ღირებულების ელექტროენერგიას მოიხმარენ, "ენერგოპროჯორჯიას" აბონენტების შემთხვევაში ანაზღაურების ზედა ზღვარი 36 ლარია. თბილისში ბუნებრივი აირის საფასური დაიფარება 92 ლარამდე ხარჯის შემთხვევაში, რეგიონებში  კი, "სოკარ ჯორჯიას" აბონენტებისთვის ეს თანხა 114 ლარია.   
  • 200 ლარიანი დახმარება 17 წლამდე ასაკის ყველა სკოლის მოსწავლეს. პრემიერის თქმით, დღეს ქვეყანაში 880 ათასი ბავშვია;
  • 2020-2021 წლის ერთი სემესტრის საფასურის ანაზღაურება ყველა სტუდენტს, ვისი სოციალური ქულაც 150 ათასამდეა - ასანაზღაურებელი თანხა 1 125 ლარს შეადგენს.  
  • 2020-2021 წლის მთლიანი საფასურის ანაზღაურება ყველა, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტისთვის, ვისი სოციალური ქულაც 150 ათასამდეა - ასეთია დაახლოებით, 33 ათასი სტუდენტი და ანაზღაურების თანხა თითო სტუდენტზე 2 250 ლარს შეადგენს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.