09/08/201 160 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ახალქალაქი, სადაც გუშინ დაპირისპირება იყო სპეცრაზმმა დატოვა, ადგილზე სიმშვიდეა

ახალქალაქი, სადაც გუშინ დაპირისპირება იყო სპეცრაზმმა დატოვა, ადგილზე სიმშვიდეა. ადგილობრივები ღამით მომხდარ დაპირისიპერებას იხსენებენ და ამბობენ, რომ ამ დრომდე პოლიციას ჯერ თვითმხილველები არ გამოუკითხავს.
ჩემი შვილი ასმა კაცმა დაიჭირა, სპეცრაზმი მივიდა, აქ იდგნენ, უყურებდნენ და ვერაფერი გააკეთეს. 6 სახლია დამწვარი, სასტუმროსთანაც იყვნენ, ადგილზე იყო პოლიციაც, თუმცა არაფერი გააკეთეს, - ამბობს ადგილობრივი.
ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, ახალქალაქში დაპირისპირება სოფელ კულიკანში ახალგაზრდა კაცის მკვლელობას მოჰყვა. ახალქალაქში ჩასულმა ჯგუფმა გადაწვა სახლები, დაამტვრიეს კარებები და ფანჯრები. დაპირისპირებისას გარდაიცვალა 27 წლის ბიჭი, რომელსაც ცეცხსასროლი იარაღით ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. დაშავდა 2 ადამიანი, რომლებიც ადგილობრივი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ერთი პირი დააკავეს. 
მისივე თქმით, ამ მკვლელობას ახალქალაქში ჯგუფური დაპირისპირება, კერძო საკუთრების დაზიანება მოჰყვა, რის გამოც გამოძიება ამ მუხლითაც დაიწყო.
უწყება აცხადებს, რომ ადგილზე პოლიციის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული, რომლებიც შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ, რათა დაცული იქნას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY