"პროვოკაცია და დესტრუქცია" - საგარეო უწყება ხვიჩა მღებრიშვილის ტყვეობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილისთვის, სამთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას პროვოკაციას და დესტრუქცია უწოდებს ზალკალიანის უწყებაში ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტები ადგილზე შექმნილ ისედაც რთულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. მათივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებით, დაკავებული მოქალაქეების დროულად და უვნებლად გასათავისუფლებლად.
შეგახსენებთ, რომ მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტებმა 3 ივლისს გაიტაცეს და გუშინ, 21 აგვისტოს ე.წ. სასამართლომ მას წინასწარი 3 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
დეფაქტო ცხინვალის მტკიცებით, დაკავებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა, რომელთა რეალიზაციასაც აშშ-ს მოქალაქეებზე გეგმავდა.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოგვიანებით ვერსია შეცვალეს და ახლა მღებრიშვილს მხოლოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ედავებიან.
გატაცებულის ოჯახი საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობს და მღებრიშვილის გათავისუფლებისთვის 10 დღიან ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებითა და ავტობანის გადაკეტვით იმუქრება. ოჯახი სატელეფონო მუქარებზეც საუბრობს დ ამბობენ, რომ უცნობმა პირმა მათ დაურეკა და გაჩუმება მოსთხოვა.
გუშინვე, მღებრიშვილებთან სუს-ის მაღალჩინოსნები ჩავიდნენ.