10/02/201 582 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - არცერთი ხმა ქოცხროვას! - ეს იქნება კამპანია

არცერთი ხმა ქოცხროვას! - ეს იქნება კამპანია. დაგამთავრებთ აუცილებლად, ღირსებას თქვენ არ ჩაგაბარებთ, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა და უგულავას 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ვაშაძემ „ქართული ოცნების“ წევრებს მოუწოდა დატოვონ თანამდებობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისგება მათაც მოუწევთ.
„ეს ნაბიჯი არის მშიშარა კაცის და სასამართლოს და პროკურატურის ზურგს უკან ამოფარებული ქოცბანდიტების გადაწყვეტილება. მივმართავ მათ, თქვენ გეშინოდეთ, არცერთი ნაბიჯი უკან, მხოლოდ და მხოლოდ ძალიან აგრესიულ და მწვავე შეტევაზე გადავალთ. მგონი, დადგა დრო საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს ერთი რამ, ეს ადამიანები აპირებენ ჩვენს, ქართველი ხალხის ხარჯზე მიისაკუთრონ ეს სახელმწიფო, გადაგვხვეწონ ჩვენ აქედან, ჩაგვსვან ციხეში და და ა.შ. ღირსებას ქართველ ხალხს ვერ წაართმევს ვერცერთ შემთხვევაში ვერც ივანიშვილი და ვერც ქოცბანდიტები, რომლებიც ახლა შეიძლება ხარობდნენ.
გიგი უგულავა არის ღირსეული ადამიანი, რომელიც ღირსეულად შეხვდება ამას და ჩვენ ყველანი ვდგავართ მის გვერდით. ერთი რამ მინდა ვუთხრა მათ, წელს თქვენი აღსასრულის წელია, დაგამთავრებთ, რაც არ უნდა ძალა გამოიყენოთ ჩვენს წინააღმდეგ იმიტომ, რომ ჩვენსკენ არის სიმართლე, თქვენსკენ კი არის ტყუილი. სკამებს გამოკიდებულო ქოცებო, ვინც კიდევ შერჩით ბიძინა ივანიშვილის გარეშე, დატოვეთ თანამდებობები იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ხართ თანამონაწილე იმ აღვირახსნილი უკანონობის, რაც ახლა ხდება“, - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიცია არჩევნების გზით დაამარცხებს. თუმცა, როგორც ვაშაძე ამბობს, არჩევნებამდე იქნება კიდევ ძალიან ბევრი ნაბიჯი.
„ყველა თქვენი დარტყმა ჩვენ გვაძლიერებს და უფრო და უფრო მეტნი ვიქნებით. გეშინოდეთ დღეც და ღამეც იმის, რასაც ჩვენ პასუხად აუცილებად დაგიბრუნებთ. კანონს ვერ დაგვარღვევინებთ ამაზე რომ არ გამოგვეკიდოთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, მშვიდობიანები და ქვეყნის აღმშენებლები წინ ვერ გადაეღობებით. თქვენ გინდათ, რომ ეს ქვეყანა გადაიფორმოთ, დაამონოთ და დააჩოქოთ ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი ღირსეულია და არ დაიმონებს, არ დაიჩოქებს. დაგამთავრებთ სადაც ხართ! თქვენ მოგიწევთ ციხეში ჩასმა იმ უკანონობისთვის, რასაც აკეთებთ ქვეყანაში. ეს დამარცხება აუცილებლად არჩევნების გზით იქნება, მაგრამ მაგრამ არჩევნებამდე იქნება ძალიან ბევრი ნაბიჯი. არცერთი ხმა ქოცხროვას! - ეს იქნება კამპანია. დაგამთავრებთ აუცილებლად, ღირსებას თქვენ არ ჩაგაბარებთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA