მირიან ნიკოლაძესა და გური ამირხანაშვილს საფრთხე ემუქრებათ - თამაზ ხომასურიძე
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის მამა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს.
კითხვები თამაზ ხომასურიძის მიერ, სატელევიზო ეთერში გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილი შაქარაშვილის ბიძასა და საქმის ოქროს მოწმეს, გური ამირხანაშვილს, საფრთხე ემუქრებათ.
გამოკითხვიდან გამოსულმა ხომასურიძემ პროკურატურას თხოვნით მიმართა, მირიან ნიკოლაძე და გური ამირხანაშვილი დაიცვან.

მივმართავ პროკურატურას თხოვნით - მირიანიც და ამირხანაშვილიც მოწმეთა დაცვის სისტემაში ჩასვან , რომ მათ არაფერი არ მოუვიდეთ. ამირხანაშვილი მეცოდება თორემ მირიანი ღირსია, - ამბობს ხომასურიძეთამაზ ხომასურიძე სამართალდამცველებმა გუშინ, 22 აგვისტოსაც გამოკითხეს. კითხვები დაჯგუფება "თეთრ ისართან" დაკავშირებით ჰქონდათ. გარდა ამისა, პოლიციამ გუშინ ხომასურიძის სახლიც გაჩხრიკა. სახლიდან მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და საბუთები ამოიღეს.