28/08/201 689 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი სესიაშვილი - მიხეილ სააკაშვილის ბოდიში უსინდისოდ ნათქვამი ბოდიშია - მკვლელობებზე, წამებაზე, ქონებების წართმევაზე ბოდიში არ კმარა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოდიშის მოხდა იძულებითი ნაბიჯია, რომელიც პოლიტიკურ ინტერესებზეა გათვლილი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი ამ გზით ცდილობს, არჩევნებზე გარკვეული ქულები დაიწეროს.
„პირველ რიგში, ეს ბოდიში არის იძულებითი. 8 წლის განმავლობაში ერთხელ რომ არ მოიხდი ბოდიშს და 8 წლის შემდგომ ბოდიშზე მიდიხარ, ისევ და ისევ ძალაუფლებისთვის. ისევ და ისევ იმისთვის, რომ არჩევნებზე გარკვეული ქულები დაიწეროს. ამ ბოდიშის არავის სჯერა. ეს არის უსინდისოდ ნათქვამი ბოდიში და თუ ის ბოდიშს იხდის მკვლელობებზე, წამებებზე, ქონებების წართმევაზე, ამას ბოდიში არ კმარა. ამაზე კონკრეტულად სისხლის სამართლის კოდექსში არის შესაბამისი პასუხისმგებლობები. ამიტომ, მას ელოდება მართლმსაჯულება, რადგან მან პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულებზე. მისი ბოდიში მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებზეა გათვლილი“, - განაცხადა სესიაშვილმა. სესიაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის ძალაუფლებაში მოსვლა საფრთხეს არ წარმოადგენს.
„ქართული ოცნების“ საზრუნავი არ არის დამნაშავე სააკაშვილისა და მისი პარტიის რაიმე ფორმით ძალაუფლებაში მოსვლა. ეს არ არის საფრთხე. „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი ამოცანა და გამოწვევა არის ის პრობლემები, რომელიც ქვეყნის წინაშეა. დაწყებული ოკუპაციით და დამთავრებული სოციალური საკითხებით. ამიტომ, ჩვენ ჩვენს გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ. ამასთანავე, მთლიანად ორიენტირებული ვართ მოსახლეობის, ქვეყნის პრობლემებზე. ასე მშვიდად მივალთ არჩევნებამდე. მერწმუნეთ, რომ ამ ქვეყანაში სამაგალითო არჩევნები ჩატარდება“, - აცხადებს სესიაშვილი.
მისი თქმით, არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI