11/02/201 525 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კახა კალაძე - გიგი უგულავას დაპატიმრებასთან საარჩევნო წელიწადი არაფერ შუაშია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ ადამიანს აქვს დანაშაული ჩადენილი, მან პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს და გიგი უგულავას დაპატიმრებასთან საარჩევნო წელიწადი არაფერ შუაში არ არის.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს უგულავა ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გასამართლდა.
„საარჩევნო წელიწადი არაფერ შუაში არ არის, თუ ადამიანს აქვს დანაშაული, შესაბამისად, კანონის ფარგლებში გვიწევს ყველას პასუხისგება. ადამიანურად, რა თქმა უნდა, რატომ უნდა გამიხარდეს ვინმეს დაჭერა ან ციხეში შესვლა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რა დანაშაულთან არის საქმე. ისიც არასწორი ინფორმაციაა, თითქოს ორჯერ გასამართლდა ერთი და იმავე საქმეზე. ეს არ არის სწორი და არ მინდა საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. თქვენ იცით, რომ პროკურატურას ჰქონდა გასაჩივრებული საქმე, დახურული არ იყო და უზენაესმა სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც გახდა ცნობილი. იმ კონკრეტული მუხლით, რომელიც ჰქონდა მიყენებული და რომელიც გაასაჩივრა პროკურატურამ, ზუსტად ის დააკმაყოფილა უზენაესმა“,- განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ რამდენიმე დღის წინ მან არასწორი განმარტება გააკეთა, როდესაც თქვა, რომ გიგი უგულავამ ბრალი აღიარა.
„ეს ჩემი შეცდომა იყო, მე გავაკეთე არასწორი განმარტება ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის გამოხმაურებას უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, კალაძე ამბობს, რომ საჭიროა ინფორმაცია სწორად მიაწოდონ დაინტერესებულ მხარეებს.
„ერთ რამეზე უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ ჩვენი ქვეყნის განვითარება და წინსვლა გვინდა, პოლიტიკოსის სტატუსი ვერ და არ უნდა აძლევდეს ადამიანს [საშუალებას] გაექცეს გამოძიებას, თუ მას დანაშაული აქვს ჩადენილი და მას უნდა მოყვეს რეაგირება. პოლიტიკოსის სტატუსი ვერ შეაჩერებს ამ ყველაფერს. არ უნდა მოვახდინოთ თემის პოლიტიზირება, რასაც ოპოზიცია ცდილობს“, - განაცხადა კალაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ