სერგი კაპანაძე - „ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური ანგარიშსწორება უნდა დამთავრდეს
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური ანგარიშსწორება უნდა დამთავრდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
კაპანაძე ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ძალადობის ფაქტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ გარდამტეხი ცვლილებები უნდა მოხდეს. მისი თქმითვე, დაშინებით და ანგარიშსწორებით „ქართული ოცნება“ მაინც გამარჯვებას ვერ მოახერხებს.
„ჯერ კამპანია საარჩევნო აქტიურ ფაზაში არ შესულა და უკვე ვხედავთ „ლელოს“ წარმომადგენლებზე თავდასხმას, ვნახეთ გუშინ, რაღაც აბსურდული მცდელობა, რომ „ევროპული საქართველო“ მოეხსნათ რეგისტრაციიდან სრულიად გაუგებარი მიზეზით, ვნახეთ სახელმწიფო უწყებების მხრიდან გამოცხადებული ომი საარჩევნო პლაკატების მიმართ, უკვე დაიწყო აქტივისტების დაშინება, ეს კიდევ გაგრძელდება. ასეთივე ხელწერა იყო წინა არჩევნების დროს, როდესაც ოფისების დარბევა ვნახეთ, პირდაპირი ძალადობა, ცემა, მოსყიდვა და ეს არის თემები, რომლითაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან შეშფოთებულები არიან და ამას ადევნებენ თვალყურს. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამის გამო არცერთი ადამიანი არ ისჯება და სწორედ ესაა შესაცვლელი, რომ ასეთი ტიპის ანგარიშსწორება, ასეთი ტიპის პოლიტიკური დევნა მოწინააღმდეგის მხრიდან უნდა დამთავრდეს. ეს არის მთავარი ნაწილი იმ ცვლილებების, რომელიც უნდა მოხდეს არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ხელისუფლება ამ ინსტრუმენტებს არ გამოიყენებს, თუმცა, აქვე დარწმუნებით ვიცი, რომ ამისდა მიუხედავად, ისინი არჩევნებს წააგებენ, რადგან მათ მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვთ და დაშინებით, ისინი ხელოვნურად ვერ გაზრდიან ამომრჩეველთა რიცხვს“, - აცხადებს სერგი კაპანაძე, რომლის კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.