მდინარაძე: ოპონენტებს კვლავ დიალოგის მაგიდასთან ვიწვევთ
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წარმომადგენლებს კვლავ მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს. მდინარაძის თქმით, "დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია". ოპოზიციამ გიგი უგულავასთვის პატიმრობის მისჯის შემდეგ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა. "ეს არის როგორც საზოგადოების მოლოდინი, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რასაც პროცესების სტაბილიზაციას, არსებული გამოწვევების მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით გადაწყვეტას გულისხმობს",-ამბობს მდინარაძე. მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოს შუამავლის როლის შესრულებისთვის მადლობას უხდის:
"გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენი მტავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის საელჩოს, რომელიც როგორც ოპოზიციას, ასევე ჩვენც მოგვიწოდებს დიალოგისკენ და კვლავ არის მზად, ერთგვარი შუამავლის როლი შეასრულოს პოლიტიკური დიალოგის პროცესში."