22/09/202 213 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ანა დოლიძე - ვინ არის სააკაშვილის ტენდენციებით აღშფოთებული? - ხალხი, რომელიც 10 წელი ამ ტენდენციებს წინააღმდეგობას არ უწევდა?!

ქართველი ამომრჩეველი უკვე მიჩვეულია მრავალფეროვნებას, ქართულ პოლიტიკაში მრავალხმიანობას და დარწმუნებული ვარ, თავის არჩევანს ორპოლუსიანობის საწინააღმდეგოდ გააკეთებს, - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
ანა დოლიძის თქმით, ქართველ ამომრჩეველს არ მოსწონს ოპოზიციის შიგნით გარჩევა-გამორჩევა.
„ამ ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილზე იყო საუბარი და ამავე დროს, ძალიან მეცინება. ასე ვახასიათებ - ზურაბ ადეიშვილის მოადგილის ერთი პარტია „ევროპული საქართველო“ და ზურაბ ადეიშვილის მეორე მოადგილის პარტია - გიორგი ვაშაძეც ადეიშვილის მოადგილე იყო და მთავარი მონაპოვარი, რომელიც გიორგი ვაშაძეს აქვს, სწორედ ზურაბ ადეიშვილის დაქვემდებარების ქვეშ შედგა, საუბარია იუსტიციის სახლზე, როგორც ის ამბობს. ზურაბ ადეიშვილის მოადგილეები, როგორ აკრიტიკებენ ზურაბ ადეიშვილის პარტიას?! მგონი, ეს ჩვენს ამომრჩეველსაც არ მოსწონს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ არჩევანი არის ორი: სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, ანა დოლიძემ აღნიშნა: „ამას არ უნდა შევხედოთ ისე, რომ გული გაგვისკდეს და შეგვეშინდეს, მითუმეტეს მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილს ბევრად უფრო კარგად იცნობენ და ახლა აღმოჩნდა, რომ აღშფოთებულები არიან, თურმე მას რაღაც ტენდენციები აქვს. ვინ არის აღშფოთებული, ხალხი, რომელიც ამ ტენდენციებს 9 და 10 წელი წინააღმდეგობას არ უწევდა?! ამაში მდგომარეობს თავლთამაქცობა, თორემ ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი თავის ამომრჩეველს ამხნევებს, რომელსაც ლიდერი 8 წელია არ უნახავს. პირადად ჩემთვის, ეს განცხადება, ადამიანისთვის, რომელიც მაშინ მათ პოლიტიკას შეუიარაღებელი ხელებით წინააღმდეგობას უწევდა, საფრთხეს არ წარმოადგენს“, - განაცხადა ან დოლიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA