06/10/201 316 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნინო ბურჯანაძე - ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ვენეციის კომისია „გადააგდო“

ხელისუფლებამ ვენეციის კომისია „გადააგდო“ და უთხრა - მერე რა, რომ თქვენ იმუშავეთ, მერე რა, რომ აზრი გკითხეთ, ახლა აღარ მაინტერესებს თქვენი აზრი და ისეთ წესს მივიღებ, როგორიც მე მაწყობს, რომ უფრო კარგად ვაკონტროლო საქართველოს სასამართლო,- ასე გამოეხმაურა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის თაობაზე ევროკავშირის განცხადებას.
როგორც ბურჯანაძე აცხადებს, ხელისუფლებას სურს, სასამართლო მორჩილებაში ჰყავდეს, რადგან სასასმარათლოა საარჩევნო დავების განხილვის ბოლო ინსტანცია.
„ევროკავშირიდან მოვიდა ძალიან ნათელი გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ რაზეც საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ, ურცხვად იტყუება. კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ სასამართლო ხელისუფლება არის სერიოზული კითხვის ნიშნების ქვეშ და მწუხარება იქნა გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას და ისე მიიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის შესახებ წესი. ყველაზე სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს, არის ის, რომ ეს დასკვნა ვენეციის კომისიას საქართველოს ხელისუფლებამ თავად მოსთხოვა. ვიდრე კანონს მიიღებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და საერთოდ, მოსამართლეების შერჩევის წესის თაობაზე, საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა თხოვნით, რომ ვენეციის კომისიას თავისი დასკვნა დაეწერა. ამის მიუხედავად, შემდეგ გადაიფიქრა, ამჯერად გადააგდო ვენეციის კომისია და უთხრა, მერე რა, რომ თქვენ იმუშავეთ, მერე რა, რომ აზრი გკითხეთ, ახლა აღარ მაინტერესებს თქვენი აზრი და ისეთ წესს მივიღებ, როგორიც მე მაწყობს, რომ უფრო კარგად ვაკონტროლო საქართველოს სასამართლოო. ეს განაცხადი გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის და მთელი მსოფლიოს წინაშე.
გასაგებია, ქართველ ხალხის გადაგდება, ახლა ვენეციის კომისიაც გადააგდო ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ. რატომ ხდება ეს? ხდება მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბოლო წლების განმავლობაში ტენდენციად ჩამოაყალიბა, რომ საარჩევნო დავებს თავიდან იცილებს და საარჩევნო დავებს გადააგდებს ხოლმე სასამართლოებში, სასამართლოები იხილავენ და არის ბოლო ინსტანცია საარჩევნო დავების. ე.ი. სასამართლო უნდა იყოს აბსოლუტური მორჩილების ქვეშ. ესაა თავი და თავი ყველაფრის, რაც ხდება“,- განაცხადა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი პეტერ სატანომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მთლიანობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა გადამწყვეტია საქართველოს სანდოობისათვის მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალსაზრისით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განვითარებისათვის.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY