რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი, 13 634 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 13 634 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 298 000-ს გადააჭარბა. ამ ინფორმაციას რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 149 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობა 22 597-მდე გაიზარდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობით, აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი მეოთხე ადგილზეა.