14/02/202 991 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი გახარიამ და ფატუ ბენსუდამ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრეს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრეს.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას აღინიშნა ქართული მხარის ნაყოფიერი თანამშრომლობა პროკურორის ოფისთან, რათა დეტალურად იყოს გამოძიებული ქართული მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, როგორებიცაა ქართველების ეთნიკური წმენდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ქართველი სამხედრო ტყვეების წამება და წამების შედეგად დამდგარი სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა აღნიშნა გამოძიებაში არსებული პროგრესი და ყურადღება გაამახვილა იმ ძალიან დიდ ძალისხმევაზე, რომლის გაწევაც მის გამომძიებლებს უხდებათ, რათა გამოძიება კიდევ უფრო ნაყოფიერად და სწრაფი ტემპით წარიმართოს.
ქართულმა მხარემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს პროკურორის ოფისთან თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს მას აგვისტოს ომის დროს ეთნიკური ქართველების უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტების წარმატებით გამოძიების პროცესში.
შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA