16/10/201 431 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სერგი კაპანაძე - ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთი ბილეთი სააკაშვილია,

ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთი ბილეთი არის სააკაშვილი. სამწუხაროა, რომ ხშირად ამაში თავად სააკაშვილი ეხმარება ხოლმე და ისე წარმოაჩენს, თითქოს მისი ერთადერთი ალტერნატივა არის, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს დავით გარეჯთან დაკავშირებით განუცხადა. მისი შეფასებით, ივანიშვილი ძალაუფლებას კარგავს და ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით, მზად არის აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები, ასევე ქვეყნის ეროვნული ინტერესები გაწიროს.
„ღარიბაშვილის გუშინდელ ინტერვიუში მთავარი იყო არა რუკები, არამედ მთავარი იყო მისი შეფასებები, რომელსაც მთელი ამ ჩართვის განმავლობაში აკეთებდა, რომ ეს არის სააკაშვილის ბრალი. აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ის, რომ ეს საქმე არ არის გრიფირებული, არავის აქვს გაუთქმელობის ვალდებულება აღებული, ის, რომ ეს საქმე არის პირდაპირ პროპაგანდაში წარმოჩენილი, როგორც დავით გარეჯის საქმე, ამ დროს ბრალში საერთოდ არც ფიგურირებს დავით გარეჯი, ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მორიგი „შავი“ პიარსვლა დაგეგმონ და გააკეთონ სააკაშვილის წინააღმდეგ, რადგან ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ხელისულებაში დარჩენის ერთადერთი ბილეთი არის სააკაშვილი. სამწუხაროა, რომ ხშირად ამაში თავად სააკაშვილი ეხმარება ხოლმე, რომელიც ისე წარმოაჩენს, თითქოს მისი ერთადერთი ალტერნატივა არის, თუმცა ამ დროს ასე არ არის. რეალობა არის ის, რომ ივანიშვილი ძალაუფლებას კარგავს. ახლა ცდილობს, მარტო იმის ხაზგასმით, რომ სხვები მასზე უარესები არიან, ამით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ამ საქმეში მზად არის გაწიროს უდანაშაულო ადამიანები, ასეთები არიან ივერი და ნატალია, რომლებიც ახლა ციხეში სხედან სრულიად წარმოუდგენელი ბრალდებით, არაფერი დაუშავებიათ. ასე ის მზად არის, გაწიროს ეროვნული ინტერესები, მათ შორის აზერბაიჯანთან მიმართებით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. აი, ასეთი ხელისუფლება გვყავს ჩვენ“,-განაცხადა კაპანაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY