26/02/201 564 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სტრასბურგში ჩატარება ხელისუფლების კაპიტულანტური პოზიციაა

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის სტრასბურგში ჩატარება არის საქართველოს ხელისუფლების კაპიტულანტური პოზიცია, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა. გოცირიძის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობა რუსეთის შანტაჟს დაემორჩილა. მისი თქმით, სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისში ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში არ შემოეშვათ დელეგაციის ის წევრები, ვისაც დარღვეული აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი.
„ეს არის საქართველოს ხელისუფლების კაპიტულანტური პოზიცია. ფაქტობრივად, მთავრობა კვლავ დაემორჩილა რუსეთის შანტაჟს. რუსეთმა შეძლო ამ დიდი ფორუმის ჩაშლა. სტრასბურგში ამ შეხვედრის გადატანა ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის უსუსური და მას არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა. არც ერთი საერთაშორისო ხელშეკრულება არ გვავალდებულებს, კანონდამრღვევის ჩვენს ქვეყანაში შემოშვებას რომელიღაც სხდომის ჩატარებისას. ეს იყო ტექნიკური საკითხი. ლავროვმა დაარღვია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი და ის სამხედრო დამნაშავეა. ლავროვი, პუტინი და მედვედევი 2008 წლის ომის არქიტექტორები არიან და მათი ადგილი საქართველოში არ არის. დანარჩენი, დელეგაციის სხვა წევრი, ვისაც კანონი არ აქვს დარღვეული, შესაძლებელია, რომ ჩამოსულიყო. რუსეთი ბლოკავს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და ახლა აი, უფრო პატარა ზომის ფორუმიც კი დაბლოკა. ეს არის რუსეთის გამარჯვება საქართველოს ხელისუფლების უშუალო მონაწილეობით. პრინციპული პოზიციის დაკავების შემთხვევაში ეს ფორუმი აქ უნდა ჩატარებულიყო, ვინაიდან საქართველო მასპინძელი ქვეყანაა.
თუ ლავროვი მოისურვებდა აქ ჩამოსვლას, საქართველოს ხელისუფლება ვერ გაბედავდა მის არშემოშვებას. საქართველოს პრეზიდენტმაც დანაშაულებრივი განცხადება გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ საქართველო დაარღვევს კანონს და შემოუშვებს ლავროვს. ვინ მისცა მას უფლება, რომ საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა იდგეს?!“ - განაცხადა გოცირიძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY