04/03/201 845 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

იტალიის ელჩის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ვიტერბოს უნივერსიტეტის სტუდენტია

იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ენრიკო ვალვოს ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ვიტერბოს უნივერსიტეტის სტუდენტია. ამის შესახებ იტალიის ელჩმა ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა და ინფორმაცია პირადად მისგან მიიღო.
„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ერთ-ერთ ქართველ მოქალაქეს, რომელიც ამჟამად იმყოფება იტალიაში დაუდგინდა კორონავირუსი. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ მოვახდინეთ მყისიერი კომუნიკაცია იტალიის საელჩოსთან. ცოტა ხნის წინ დამთავრდა შეხვედრა იტალიის ელჩთან, სადაც მივიღეთ ინფორმაცია ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ქართველი პაციენტი მკურნალობას გადის რომის ერთ-ერთ საუკეთესო ინფექციურ საავადმყოფოში. ჩვენ გვექნება მუდმივი კომუნიკაცია იტალიის საელჩოსთან, საიდანაც მივიღებთ ინფორმაციას ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეხვედრაზე დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის რომის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის დიდი გამოცდილება აქვს. ენრიკო ვალვოს თქმით, იტალიის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს პაციენტის დროული გამოჯანმრთელებისთვის.
“ახლახან შევიტყვეთ, რომ ვიტერბოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი ქართველი სტუდენტი, პოზიტიური გამოდგა ტესტზე. სტუდენტი გოგონა რომის პალანცონის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც არაერთი კორონავირუსით დაავადებული ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. რა თქმა უნდა, ამ ამბის შემდეგ უნივერსიტეტი დროებით დაიხურა და იქ სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. დარწმუნებულები ვართ ქართველი სტუდენტი მალე გამოჯანმრთელდება და ვენდობით ჩვენი მედპერსონალის გამოცდილებას”, - აღნიშნა იტალიის ელჩმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო და იტალიაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა როგორც თავად პაციენტთან, ასევე მის ოჯახის წევრებთან და კლინიკის ხელმძღვანელობასთან.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY