Babajana LOGO

ინფექციური საავადმყოფო - 17 პაციენტიდან არც ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

12 მარტს 2020 14:34ნახვები 462წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 17 პაციენტზე ჩატარებული ტესტის პასუხები უარყოფითია. მისი ცნობით, მათგან 7 საქართველოში რომი-თბილისის რეისითაა ჩამოსული, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.
ამასთან, როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა.
„გუშინ გაგზავნილი ტესტის ყველა პასუხი მიღებულია და არც ერთს არ დადასტურებია კორონავირუსით ინფიცირება. ამჟამად გრძელდება ინფექციურში მყოფ, დადასტურებულ 21 პაციენტზე მკურნალობა. მდგომარეობა არავის არ გაუარესებია. არიან მსუბუქი, საშუალო და მათგან ერთი შედარებით მძიმე პაციენტი, თუმცა მდგომარება არ არის გაუარესებული, სუნთქვის უკმარისობა არ არის და ვაწარმოებთ დაკვირვებას”, - განაცხადა ენდელაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals