Babajana LOGO

ამირან გამყრელიძე: არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა

12 მარტს 2020 17:38ნახვები 780წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მოსალოდნელია. ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საუბრისას მან აღნიშნა, რომ არსებობს სამი სცენარი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას ემყარება.
"მე არ ვცდილობ, რომ შევაშინო მოსახლეობა. იმასაც ვერ უარვყოფ, რომ ქვეყანაში მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა, მათ შორის სერიოზული ზრდა. ჩვენ შემუშავებული გვაქვს სამი სცენარი, რომელიც ეყრდნობა სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას", - თქვა მან. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში საავადმყოფოების უმრავლესობა პრივატიზებულია, მათ უნდა გაითვალისწინონ ის საფრთხე, რაც მსოფლიოშია და უარი არ თქვან მსგავსი პაციენტების მიღებაზე.
"გარდა იმისა, რომ გეგმა აქვს სახელმწიფოს, ასეთი გეგმა უნდა ჰქონდეს თითოეულ საავადმყოფოს, მათ ეს ევალებათ ლიცენზირების პირობებით", - განმარტა გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 25 შემთხვევა ფიქსირდება. გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმშია 295 პაციენტი, სტაციონარში კი 49.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals