Babajana LOGO

კანადის პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება

12 მარტს 2020 22:22ნახვები 688წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო კორონავირუსის რისკის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაცია მისმა ადმინისტრაციამ დაადასტურა.
როგორც BBC წერს, პრემიერის მეუღლეს, სოფი გრეგუარს, დიდ ბრიტანეთში ვიზიტის შემდეგ, ვირუსის მსუბუქი სიმპტომები დაეწყო. წყვილს კორონავირუსზე შემოწმება ჩაუტარდა და ვიდრე ტესტის პასუხი ცნობილი გახდება, ისინი სახლში თვითიზოლაციაში დარჩებიან.
თავად პრემიერს კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს. გავრცელებული განცხადების თანახმად, ტრიუდო სახლიდან მუშაობას აგრძელებს.
ამ ეტაპზე, კანადაში კორონავირუსით ინფიცირებულია 118 ადამიანი, გარდაცვლილია 1 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 9 პირი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals