13/03/201 413 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნიკა მელია - უპრეცედენტოა, როცა განსხვავებული პარტიები დღეს ვთანხმდებით ფუნდამენტურ - სასამართლო რეფორმის საკითხზე

ამ შეთანხმების მრავალპარტიული ბუნება არის გარანტია, რომ მომავალი ხელისუფლების პირობებში ერთხელ და სამუდამოდ ნანატრი დამოუკიდებელი, ობიექტური და სამართლიანი სასამართლო ექნება ქვეყანას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სასამართლო რეფორმის კუთხით გასატარებელი რეფორმის თაობაზე გაფორმებული მემორანდუმის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მემორანდუმი არის იმის გარანტია, რომ სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი იქნება.
„უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა სრულიად განსხვავებული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ძალიან ხშირად, რბილად რომ ვთქვათ, ვერ ვთანხმდებით, დღეს ვთანხმდებით ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმის საკითხზე, რაც ნამდვილად მისასალმებელია, ვინაიდან ეს არის გარანტია, რომ წელს ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხების შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ სასამართლო იქნება თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის - ესაა მრავალპარტიული ბუნება ამ შეთანხმებისა, რომელიც ასევე გახლავთ გარანტია, რომ მომავალი ხელისუფლების პირობებში ერთხელ და სამუდამოდ ნანატრი დამოუკიდებელი, ობიექტური და სამართლიანი სასამართლო ექნება ქვეყანას და როგორც მინიმუმ აღარ შეეშინდება მოქალაქეს მოსამართლის. ამიტომ არის ეს მისასალმებელი და სიამოვნებით ხელს აწერს „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შეთანხმებას,“- განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისათვის, 20-მდე ოპოზიციურმა პარტიამ სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ "2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების” დამარცხების შემდეგ, სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობის მისაღწევად და მისდამი ნდობის სწრაფად გაჩენის მიზნით, განახორციელებენ რეფორმებს და დაისახავენ სხვადასხვა ამოცანას".

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY