Mortgage
Babajana LOGO

გამყრელიძე - COVID-19-ის 2 ახალი შემთხვევიდან ერთი ბათუმში, ხოლო მეორე ზუგდიდში დადასტურდა

25 მარტს 2020 21:38ნახვები 392წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან ერთი ბათუმში, ხოლო მეორე ქუთაისში დადასტურდა, თუმცა პაციენტი ზუგდიდში იმყოფება. 
"ორივე მათგანი თურქეთიდან შემოსვლას უკავშირდება. თუმცა, სანამ ეპიდკვლევა არ ჩატარდება, ჯერ ვერ დავკონკრეტდები. კვლევა ახლა დაიწყო და ხვალ შუადღისას გვეცოდინება უფრო მეტი ამ 2 შემთხვევის შესახებ"- თქვა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 67 წლის კაცი გუშინ გვიან ღამით მოათავსეს. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდა. კაცი თურქეთიდან 20 მარტს ჩამოვიდა, ის აქამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 75 შემთხვევაა დადასტურებული. 
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კარანტინში 4 055 ადამიანია მოთავსებული. გარდა ამისა, მარნეული და ბოლნისი მთლიანად მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა გადასული. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

World Class MMA & Judo
MAX Chania
Levan Natalishvili Law Office