29/03/201 808 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

აშშ-ის კომპანია Abbott Covid-19-ის ტესტებს აწარმოებს, ვირუსის ამოცნობა 5 წთ-შია შესაძლებელი

ამერიკული სამედიცინო მოწყობილობების კომპანია Abbott Laboratories 1-ლი აპრილიდან კორონავირუსის ტესტების წარმოებას იწყებს, რომლითაც დაავადება 5 წუთში გამოვლინდება. მოწყობილობა პატარა და პორტატულია, მისი გამოყენება თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, ცხელ წერტილებშია შესაძლებელი. 27 მარტს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ტესტს გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია მიანიჭა.
კომპანიის ვიცე პრეზიდენტმა და მკვლევარმა ჯონს ფრელსმა განაცხადა, რომ კომპანია 1-ლი აპრილიდან დღეში 50 000 ტესტის წარმოებას დაიწყებს. მოლეკულური ტესტი კორონავირუსის არსებობის შემთხვვევაში მისი გენომის ფრაგმენტს ნახულობს. თუ ტესტის პასუხი უარყოფითია, ამის გასაგებად ტესტის გაკეთებიდან 13 წუთია საჭირო, დადებითი პასუხის გაგება 5 წუთშია შესაძლებელი.
ვირუსის ამომცნობი მოლეკულური ტექნოლოგია ემყარება Abbott-ის ID Now პლტფორმას. მსგავს ტესტირებას იყენებენ გრიპის, ყელის ბაქტერიული ინფექციის და რესპირატორული ვირუსის დასადგენად.
ტესტი ცხვირიდან ან ხახიდან ნაცხის აღებით იწყება. ნაცხის ქიმიურ ხსნართან შერევით ვირუსი იხსნება და მის რნმ-ს ათავისუფლებს, რომელიც პატარა ყუთში, ID Now სისტემაში შეჰყავთ. ამ მოწყობილობას ნაცხში ვირუსის მცირე რაოდენობის ამოცნობა კორონავირუსის გენომის გამრავლებით შეუძლია.
კომპანია ამჟამად მომხმარებლებთან და ტრამპის ადმინისტრაციასთან მუშაობს, რათა ტესტების პირველი პარტია გაგზავნონ იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კომპანიის m2000 RealTime სისტემაც დაამტკიცა, რისი გამოყენებაც საავადმყოფოებსა და მოლეკულურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი. ამ სისტემით კვირაში 1 მილონი ტესტის დამზადებაა შესაძლებელი, თუმცა ტესტის პასუხების გასაგებად უფრო დიდი დროა საჭირო.
კომპანია ორივე სისტემით გეგმავს, რომ თვეში სულ მცირე 5 მლნ ტესტი დაამზადოს. 
29 მარტის ამჟამინდელი მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების მსოფლიოში ყველაზე მეტი, 123 776 შემთხვევაა გამოვლენილი. ახალი ვირუსით გარდაიცვალა 2 229 პაციენტი, 3 231 უკვე გამოჯანმრთელდა.
ოფიციალური სტატისტიკით, მსოფლიოში ახალი ვირუსით 664 612 პირია დაინფიცირებული, გარდაიცვალა 30 892 პირი, გამოჯანმრთელდა 142 368.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA