10/04/201 607 ნახვა წყარო: 1tv.geფოტო: 1tv.ge

„სატანა და ვირუსი ვერ შეგვაჩერებს“ - აშშ-ის რამდენიმე შტატში სააღდგომო წირვისთვის ემზადებიან

ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე რამდენიმე ეკლესიამ განაცხადა, რომ მიუხედავად ჯანდაცვის ახალი რეგულაციებისა, ისინი მაინც ჩაატარებენ სააღდგომო წირვებს.
ქვეყნის მასშტაბით დიდ ჯგუფებში შეკრება 15 მარტიდან აიკრძალა, თუმცა რამდენიმე მღვდელი შემოღებულ კანონებს ჯერ კიდევ ეწინააღმდეგება. ერთ-ერთი მათგანია მეუფე ტონი სპელი, რომელიც ლუიზიანას შტატში, ევანგელისტური ეკლესიის პასტორია და აღდგომის წირვაზე 2000-მდე დამსწრეს ელოდება.
აიდაჰოს შტატში, სადაც უკვე რამდენიმე კვირაა იმართება საპროტესტო აქციები მიღებული რეგულაციების წინააღმდეგ, ასევე დაგეგმილია სააღდგომო წირვა, რომელსაც ათასობით დამსწრე ეყოლება.
„ჩვენ ღმერთი გვიხმობს, რათა ერთად გავუწიოთ წინააღმდეგობა ანტიქრისტეს, რომელიც ამერიკის საზღვრებში ცდილობს შემოჭრას“- აცხადებს პასტორი.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეკლესიების უმრავლესობა რელიგიური სერვისების ონლაინ რეჟიმში გადაცემას აპირებს, რათა მორწმუნეებს საერთაშორისოდ მიღებული ჯანდაცვის პრინციპების დარღვევა არ მოუწიოთ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსი უკვე 460 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, დაღუპულთა რიცხვი კი 17 000-ს უახლოვდება.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ