29/04/201 827 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კახა კალაძე - თუ უკრაინა სააკაშვილს საშუალებას მისცემს დაინიშნოს ნებისმიერ თანამდებობაზე, ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება

ჩვენი სახელმწიფოების ისტორია და პარტნიორობა, ჩვენი ხალხების ურთიერთობა და მეგობრობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკურ თანამდებობაზე სისხლის სამართლის საქმის გამო გასამართლებული პირის დანიშვნა - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახი კალაძე უკრაინაში ვიცე-პრემიერის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას, უკრაინული ტელეარხის, „112 უკრაინა“ გადაცემაში ჩართვისას.
„დარწმუნებული ვარ რომ უკრაინა, როგორც ჩვენი მეგობარი და ქვეყანა, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევა, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს არსებულ მეგობრულ პარტნიორულ ურთიერთობებს და ვიცე-პრემიერის პოსტზე არ დანიშნავს სისხლის სამართლის საქმის გამო გასამართლებულ პირს. თქვენ იცით, რომ სააკაშვილის მიმართ უკვე გამოტანილია განაჩენი სასამართლოს სამივე ინსტანციაში და მათ შორის სტარსბურგშიც. ვფიქრობ, რომ ჩვენი სახელმწიფოების ისტორია და პარტნიორობა, ჩვენი ხალხების ურთიერთობა და მეგობრობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკურ თანამდებობაზე სისხლის სამართლის საქმეზე გასამართლებული პირის დანიშვნა“, - განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, თუ ვის და რატომ სჭირდება უკრაინაში სააკაშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნა, კალაძემ უპასუხა, რომ „არც საქართველოსა და ქართველ ხალხს, არც უკრაინასა და უკრაინელ ხალხს არ სჭირდება სააკაშვილის მსგავსი დესპოტი და ავანტიურისტი“.
კალაძის თქმით, სააკაშვილს აბსოლუტური ხელისუფლება სჭირდება და ყველაფერზე წავა მის მისაღებად.
„თუკი უკრაინა მას საშუალებას მისცემს დაინიშნოს ნებისმიერ თანამდებობაზე, მაღალი იქნება ის თუ დაბალი, ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება. ასეთია მისი ხასიათი, ის ასეთი ადამიანია. ზუსტად ეს მაშფოთებს მეც, როგორც თქვენი ქვეყნის და თქვენი ხალხის ერთ-ერთ თაყვანისმცემელს“, - აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, სააკაშვილი ავანტიურისტია, რომელიც მხოლოდ საკუთარ პერსონაზე ფიქრობს, არ აქვს პრინციპები და არაფრის გამო წინ არ დააყენებს ქვეყნის ინტერესებს.
„მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნა, რა თქმა უნდა, დააზიანებს იმ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის. ხოლო შემდეგ უკვე პირადად სააკაშვილი იზრუნებს, რომ უკრაინას რაც შეიძლება, მეტი პრობლემები გაუჩნდეს. ვფიქრობ, საქართველოსთვისაც და უკრაინისთვისაც სააკაშვილი უკვე გუშინდელი დღეა. ჩვენ ყველაფერი გვახსოვს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს წარსულის გაკვეთილები და მხოლოდ წინ უნდა მივიწევდეთ და არა უკან“, - აღნიშნა კალაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY