Babajana LOGO

შამბა: საქართველოსთან მოლაპარაკებები შედეგს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოიტანს

18 იანვარს 2020 16:36ნახვები 617წყარო: pia.geფოტო: pia.ge
"საქართველოსთან მოლაპარაკებები შედეგს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოიტანს",- ამის შესახებ პარტია "ეძინაია აფხაზიას" ლიდერმა სერგეი შამბამ დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთან პოლიტიკური კონტაქტების დამყარებისთვის აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწეროს ხელი.
”საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში სწორადაა ნათქვამი, რომ პოლიტიკური კონტაქტების დამყარებისა და მატერიალური შედეგების მისაღწევად, აუცილებელია ხელი მოეწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას და საქართველომ უარყოს პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიას უწოდებს. მათ სურთ ყველაფერი ისე წარმოადგინონ, თითქოს ჩვენი ქმედებები რუსეთისგან იყო ნაკარნახევი. ჩვენ გაფორმებული გვაქვს შეთანხმება რუსეთთან და ვიმოქმედებთ მის შესაბამისად. როდესაც ასეთი დრო დადგება, რეალური შედეგი იქნება. ახლა კი იმის თქმა, რომ დიალოგი საჭირო არ არის, სისულელეა. ვერ წარმომიდგენია, თუ როგორ შეუძლიათ ჭკვიან ადამიანებს ამის თქმა",-აღნიშნა სერგეი შამბამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals