30/06/201 162 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - არ ვიზიარებთ პათოსს, რომ „გერმანიის ელჩი არაკომპენტენტურია“, ჩვენი შენიშვნა რბილი ფორმით იყო გამოთქმული

ჩვენ არ ვიზიარებთ იმ პათოსს, რომ "ელჩი არაკომპენტენტურია და გამოწვეულ იქნას", ჩვენი შენიშვნა რბილი ფორმით იყო გამოთქმული, სოფო კილაძის დაცვა არის სერიოზული შეცდომა, ვინაიდან თავად სოფო კილაძე ბრძანდება შეცდომა ამ პარლამენტში,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი პირის კრიტიკა დასაშვებია, იმის მიუხედავად, ელჩია ის თუ არა. გოცირიძის განცხადებით, კილაძის "გამოსარჩლება და მისი გულმხურვალე დაცვა" ელჩის მხრიდან, უცნაური იყო.
"ჩვენ სამართლიანად მივუთითეთ, რომ როცა 52 არასამთავრობო ორგანიზაცია განგაშს ტეხავს იმის გამო, რომ ქალბატონი, რომელიც არის ჰომოფობი, გამოირჩევა პარლამენტში აგრესიულობით, არასდროს იცავდა ადამიანის უფლებას და ყოველთვის იდგა მისი პარტიის მხარეს, შეუძლებელია იყოს გაერო-ს კომიტეტის წევრი. მისი გამოსარჩლება არ იყო სწორი და ჩვენ ვეთანხმებით არასამთავრობო სექტორის ამ პოზიციას. საკმარისი იყო 3 დღის წინანდელი ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა ენახა ვინმეს, გადაეთარგმნათ ყველასთვის, ელჩი იქნებოდა თუ სხვა და იქ გამოჩნდებოდა სოფო კილაძის პორტრეტი მთელი თავისი მშვნიერებით, როცა განიხილებოდა სახალხო დამცველის წლიური ანგარიში. ეს ერთი სხდომა საკმარისი იყო შეგექმნათ წარმოდგენა, ვის უპირებს საქართველო გაეროში წარდგენას. რაც შეეხება მის განცხადებას შეთანხმებასთან დაკავშირებით, ის აცდენილი იყო აშშ- ის და ევროკავშირის ელჩის განცხადებებს, ვინაიდან სრულად არ იყო შესრულებული შეთანხმება. უცნაური იყო ელჩის გამოსარჩლება და მისი გულმხურვალე დაცვა სოფო კილაძის, ამ მხრივ გვაქვს ჩვენ შენიშვნები, ხოლო სხვა პარტიები რას ამბობენ, ეს არის მათი საქმე, თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ არ ვიზიარებთ იმ პათოსს, რომ "ელჩი არაკომპენტენტურია და გამოწვეულ იქნას". ჩვენი შენიშვნა რბილი ფორმით იყო გამოთქმული, ჩემ მიერ ორჯერ და ახლა მესამედ. სოფო კილაძის დაცვა არის სერიოზული შეცდომა, ვინაიდან თავად სოფო კილაძე ბრძანდება შეცდომა ამ პარლამენტში. ის შეიძლება იყოს სხვაგან და შეიძლება სხვაგან კარგი სპეციალისტი იყოს, მაგრამ შეცდომაა კილაძის პარლამენტში მუშაობა ადამიანის უფლებების დამცველად, როცა მას სძულს უმცირესობები, არის მხოლოდ პარტიული მითითებების შემსრულებელი და ერთგული თავისი დრომოჭმული იდეების,"- განაცხადა გოცირიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ