02/07/201 569 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

პუტინის მოკავშირე "ნაციონალური მოძრაობაა" - ირაკლი კობახიძე

პუტინის მოკავშირე არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც 20% ტერიტორიები ჩააბარა რუსეთის ფედერაციას - ამის შესახებ პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს. მისი თქმით, ვინ არის პუტინის მოკავშირე, ეს ქართველმა ხალხმაც კარგად იცის და საერთაშორისო საზოგადოებამაც. 
პუტინის მოკავშირე არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც 20% ტერიტორიები ჯერ ჩააბარა რუსეთის ფედერაციას, მერე სტრატეგიული ობიექტები ჩააბარა და შემდეგ 7 წელი ოპოზიციიდან ყველაფერს აკეთებდა, რომ რუსული ინტერესები მაქსიმალურად გატარდეს ამ ქვეყანაში, - აღნიშნავს იგი. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონგრესმენი მარკვეინ მალენი სრულ ინფორმაციას არ ფლობს და მას კონკრეტული კომპანიების მიმართ აქვს სიმპატიები. 
"ფრონტერა" გააქტიურდა იმის გამო, რომ წააგო არბიტრაჟი ანუ სამართლებრივ დავაში დამარცხდა, შესაბამისად, აქცენტი სამართლებრივი დავიდან და ინვესტიციებიდან გადაიტანა ლობისტებზე. მეტ ფულს ხარჯავს ლობისტებში და ბუნებრივია, დაემატა მალენს კიდევ რამდენიმე კონტრესმენი, - აცხადებს იგი. "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები ადასტურებენ, რომ მარკვეინ მალენის მსგავსად, ამერიკის კონგრესის ბევრი წევრი უკვე ფიქრობს, რომ საქართველომ თავის არჩეულ გეოპოლიტიკურ გზას გადაუხვია. 
მალენი არის კონგრესმენი, რომელიც წლებია ყველაზე კრიტიკულად გამოდიოდა ივანიშვილის მიმართ. მან რამდენჯერმე დააინიცირა რეზოლუცია, რომელიც სანქცირებას გულისხმობდა. ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში იმ პირთა რიცხვი, რომლებიც საქართველოსთან მიმართებაში სერიოზულ კითხვებს სვამს, ეს წრე იზრდება, - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი. კიდევ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი, ერთი მხრივ, მიიჩნევს, რომ მალენის მოსაზრება სწორი არ არის, თუმცა მისი თქმით, შემაშფოთებელია, რომ ამერიკულ პოლიტიკურ ესტებლიშმენტში საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკა მომძლავრდეს. დეპუტატის თქმით, ამ პრობლემების მოგვარებას მხოლოდ კომუნიკაცია არ ეყოფა და საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA