Babajana LOGO

გიორგი გახარია მალინის განცხადებაზე - საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები, ეს არის სიმართლე

03 ივლისს 2020 04:12ნახვები 268წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
საქართველოს აკონტროლებს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კონგრესმენ მარკუენ მალინის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს პროგრესი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაა აღიარებული.
„საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები, ეს არის სიმართლე, რომელიც არის შეფასებული, დაფასებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებით, რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ დღესაც, გუშინაც, ამ ბოლო პერიოდშიც ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში წინგადადგმულ ნაბიჯებს, განსაკუთრებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში”, -განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, გამოცემა “The Hill”-ში გამოქვეყნებულ კონგრესმენ მარკუენ მალინის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს არაფორმალური მმართველი და ვლადიმერ პუტინის მოკავშირეა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
MAX Chania