ვაშინგტონმა რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა
აშშ-მ რამზან კადიროვს სანქცია დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს აეკრძალა აშშ-ში შესვლა და ეს გადაწყვეტილება კადიროვის მხრიდან, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას უკავშირდება.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ კადიროვი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების არაერთ უხეშ დარღვევაზე, მათ შორის წამებასა და მკვლელობებზე
აშშ-ს შავ სიაში კადიროვის გარდა მისი მეუღლე და შვილებიც მოხვდნენ.