3 მიმართულების გარდა რეგულარული რეისები სექტემბრამდე არ აღდგება
საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა 1 სექტემბრამდე გახანგრძლივდა - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ეს შეზღუდვა არ შეეხება მხოლოდ სამ მიმართულებას - პარიზი, მიუნხენი და რიგა.
საქართველოს საავიაციო საააგენტოს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები ყველა სხვა მიმართულებაზე გახანგრძლივდება 21.07.20-დან და 31.08.20-ის ჩათვლით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში რეგულარული ფრენები 1 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა მთავრობამ ეს ვადა 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა.
ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა, საქართველოს წევრ ქვეყნებთან საზღვრები, 1 ივლისიდან გაუხსნა, ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში უპირობოდ ევროკავშირის წევრი მხოლოდ ხუთი ქვეყნის მოქალაქეები შემოვლენ - გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის.
იმავე ქვეყნებიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები კი 2 კვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.