Babajana LOGO

გიგა ბოკერია ხელისუფლებასთან დიალოგზე - ამ საკითხში საკვანძო სიტყვა აქვთ ივანიშვილის "კლოუნებს"

19 იანვარს 2020 16:17ნახვები 621წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
დაყენებული გვაქვს წინადადება, რამდენიმე ვარიანტი დავუყენეთ და ველოდებით მათგან რეაქციას,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
ბოკერიას თქმით, სასურველია, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი სწრაფად შედგეს. მისივე განცხადებით, დრო ხელისუფლების სასარგებლოდ არ მუშაობს.
"მე არ ვიცი, რომ 2 კვირის წინ უნდა გამართულიყო მოლაპარაკებები, არ მიყვარს უსაფუძვლო პრეტენზიები და საფუძვლიანი პრეტენზიები გვაქვს ხოლმე ივანიშვილის რეჟიმის მიმართ. სასურველია, რომ სწრაფად იყოს და ამ საკითხში საკვანძო სიტყვა აქვთ ივანიშვილის "კლოუნებს", მათ თუ არ უნდათ, როგორ უნდა შედგეს რაუნდი, მაგრამ ამ შემთხვევაში, დრო არ მოქმედებს მათ სასარგებლოდ, თუ ეს ასეა და წელავენ, ეს მე არ ვიცი, მაგრამ მით უარესი მათთვის",-განაცხადა ბოკერია.
გიგა ბოკერიას განცხადებით, "ევროპული საქართველოს" გეგმაა, პროტესტისა და პიკეტირების, გაგრძელება მიუხედავად იმისა, შედგება, თუ არა მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი.
"პროტესტი დაკავშირებულია 2 საკითხთან, პირველი, საკითხთან, რომელზეც საზოგადოება გადააგდო და უთხრა, რომ ფეხებზე მკიდიხართ, თავისი სიტყვა, კონტრაქტი დაარღვია, რომელიც სჭირდება არა ოპოზიციას, არამედ ქვეყანას და მეორე, ამასთან დაკავშირებული ძალადობა და რეპრესიები. თუ ამ საკითხზე გვექნება რაიმე შეთანხმება, რომელიც იქნება საზოგადოების ინტერესებში, მაშინ პოლიტიკური ცხოვრება გაგრძელდება ჩვეულებრივ არჩევნებისთვის კონკურენციის რეჟიმში. თუ არა, იქნება მწვავე პროტესტი, თან მოლაპარაკება სადამდეც შესაძლებელია, თან მზადება არჩევნებისთვის, რომელიც მოვა. ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში, ნებისმიერი სქემით, ის დამარცხდება. ოღონდ არის ქვეყნისთვის ნაკლებად საზიანო და მეტად საზიანო სცენარები, მისთვის ნაკლებად პრობლემატური და ძალიან პრობლემატური სცენარები. ამ ყველა სცენარისთვის ვართ მზად. პირობა დადებული იყო და ჩვენ უნდა წავიდეთ პროპორციულობისკენ. ეს პირობა დაიდო დაღვრილი სისხლის და "გავრილოვის ღამის" შემდეგ და ახლა "გადაგაგდეთ და მოსწონს ხალხს ეს პირობა", (ხელისუფლების შეთავაზება 100/50-ზე), დამატებითი უტიფრობაა ამ ხალხის მხრიდან და მეტი არაფერი. ჩვენ დაყენებული გვაქვს წინადადება, რამდენიმე ვარიანტი დავუყენეთ და ველოდებით მათგან რეაქციას",- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals