30/07/201 314 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პრემიერი - ახლა უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ - ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს

ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი კონგრესმენი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა, როდესაც ის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე წევრის მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისადმი მიწერილ წერილს გამოეხმაურა. მისივე თქმით, ამერიკული პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით ახლა, არის ძალიან განსხვავებული.
„მაგალითად მე გუშინ მივიღე ერთ-ერთი კონგრესმენისგან ჯო ვილსონისგან შესანიშნავი წერილი, რომელმაც საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში წარმატება ხაზგასმით აღნიშნა. გარდა ამისა, სულ რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო მდივანთან მქონდა საუბარი, რომელიც იყო უაღრესად პოზიტიური, მომავალზე ორიენტირებული და რომლის ძირითადი აქცენტები იყო რამდენად ფასეულია როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, არამხოლოდ დღევანდელი მდგომარეობა, რომელიც ისტორიულად საუკეთესოა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, არამედ ამ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება სხვადასხვა სფეროში: უსაფრთხოების სფეროში, ადამიანის უფლებების სფეროში, დემოკრატიის შემდგომი განვითარების სფეროში და მათ შორის ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროებშიც. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ჩვენ ყველანი კიდევ ერთხელ დადასტურებულად დავინახავთ მას შემდგომ, რაც ეს ქვეყანა, ჩვენ ყველა, ღირსეულ, დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ. ეს არის ობიექტური რეალობა“, - განაცხადა გახარიამ. მისივე თქმით, სუბიექტური რეალობის მოდელირებით ზოგიერთები ცდილობენ არა „ოცნება“ ან მთავრობა, არამედ ქვეყანა დააზიანონ.
„ახლა უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ. ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი კონგრესმენი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება, ისევე როგორც ამერიკული ბიზნესის ინტერესებს საქართველოში. როცა ადამიანები, მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში ამერიკელები, თავიანთ ვალდებულებებს, საინვესტიციო ვალდებულებები იქნება თუ სხვა სახის ვალდებულებები, ვერ ასრულებენ და საქართველო არბიტრაჟს იგებს, ეს უნდა გვიხაროდეს მეგობრებო, ამის კი არ უნდა გვწყინდეს და ჯიბრში ქვეყანას კი არ უნდა ვუდგებოდეთ.
ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია და ჩვენ ჩვენი სტრატეტიული პარტნიორების გარდა ამ ოკუპაციის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის სხვა გზა არ გვაქვს და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey