31/07/20980 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ხულოს მერის კაბინეტში, ანზორ ბოლქვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ერთმანეთს სცემეს

დაპირისპირება ხულოში - ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ "ქართული ოცნების" მიერ ხულოს, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელებული ანზორ ბოლქვაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ აბაშიძე. 
"მთავარი არხის" ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ხულოს მერის კაბინეტში მოხდა. ჩხუბი კი,  მოახლოებულ არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატად ანზორ ბოლქვაძის დასახელებას მოჰყვა. 
როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ჯორბენაძე გვიყვება, აბაშიძესა და ბოლქვაძეს შორის დაპირისპირება, დღეს, ალპური ბოტანიკური ბაღის გახსნაზე დაიწყო. ღონისძებას კი აჭარის მთავრობის თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა - ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ხულოს მერს დაპირისპირებული მხარეების "შერიგება" სწორედ რიჟვაძემ დაავალა.
ალპური ბოტანიკური ბაღი გაიხსნა. სუფრაც იყო იქ და თორნიკე რიჟვაძეც ესწრებოდა ღონისძიებას. ინციდენტი სწორედ იქ დაიწყო. რიჟვაძემ ხულოს მერს დაავალა სიტუაციის მოგვარება. მერმა ისინი თავის კაბინეტში მიიყვანა. ჩემი წყაროს ინფორმაციით, რომელიც "ქართული ოცნებიდანაა" და რომელსაც ვერ დავასახელებ, სწორედ კაბინეტში მოხდა შელაპარაკება რაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა და ორივე დაშავდა, - ამბობს ჯორბენაძე. 
"წუხლ ღამით თამაზ აბაშიძე კლინიკაში მოვიდა, მას მორიგე ექიმმა ჭრილობები დაუმუშავა. დაზიანება თვალბუდის არეში ჰქონდა მიყენებული. მალევე დატოვა კლინიკა",- განაცხადა ხულოს კლინიკის მენეჯერმა რუსლან აბულაძემ.
თავის მხრივ, ინციდენტში მონაწილე "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მის შესახებ ტყუილი ინფორმაცია გავრცელდა.
"ღამით მივედი სახლში და ვკითხულობ, თითქოს წუხელ ვიღაც მიცემია ,- სირცხვილია. ვიყავი ტრეინინგზე და მოვედი სახლში. წერეთ ტყუილები, რაც გინდათ. ინცინდენტს არ ვადასტურებ, არ ვყოფილვარ იქ",- განაცხადა ანზორ ბოლქვაძემ.
ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე კი განმარტავს, რომ მის კაბინეტში არანაირი ინციდენტი არ მომხდარა.
"არანაირ ინფორმაციას არ დავადასტურებ, ეს არის დეზინფორმაცია და თქვენგან მესმის. ანზორ ბოლქვაძე გუშინ ღამით დაბრუნდა და დღეს დილით ღორჯუმში ერთად წავედით. თბილისიდან წუხელ ღამით ჩამოვიდა. არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. თამაზ აბაშიძე ჩვენი გუნდის წევრია", - აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA