სპეცოპერაცია ზუგდიდში - დაკავებულია გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელი
კორუფცია ზუგდიდის მერიაში და სპეცოპერაცია ანაკლიაში. ფინანსურმა პოლიციამ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი დააკავა.
"მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა ორი ტრაილერი ხე-ტყის უკანონოდ გატარებაში 10 ათასი ლარი აიღო. თანხა მას ანაკლიის ბულვარში გადასცეს.
"მთავარის" ინფორმაციით, დაკავებული თბილისში გადაიყვანეს. მანქანა, რომელსაც ქრთამის აღების დროს საჯარო მოხელე მართავდა, შემთხვევის ადგილიდან არ გადაუყვანიათ. ამ დრომდე არც ჩხრეკა ჩატარებულა.