19/09/201 101 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიგი უგულავა - უნდა გვახსოვდეს, რომ ივანიშვილმა რუსების დავალებით გააჩერა ანაკლიის პორტის მშენებლობა

“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის ოლქში გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
უგულავას თქმით, რეგიონში არის მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარება.
„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილზე, ჩემს წინ არის ხიდი და აქეთ არის უკვე აფხაზეთის მიწა. აქ მთავრდება განმუხური, აქ არის ბოლო ბლოკ-პოსტი და იქით უკვე დგანან რუსი მესაზღვრეები, რუსი ოკუპანტები, რომლებიც ყოფენ ჩვენ ქვეყანას და წარმოადგენენ აქ საფრთხეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აქ, ზუსტად ამ ტერიტორიაზე, ივანიშვილმა, რუსების დავალებით გააჩერა პორტის მშენებლობა. პორტი, რომელსაც უნდა დაესაქმებინა არამარტო ზუგდიდი, არამედ მთლიანი სამეგრელო და იმერეთიდან და გურიიდან უამრავი ჩვენი თანამოქალაქე. დღეს ამ პორტის მშენებლობა შეჩერებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, ეს არის მაამებლობა რუსეთისადმი და აუტანლობა ყველა განსხვავებულისადმი, რომელიც არ ემორჩილება ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, უნდა დავდოთ პირობა, რომ როგორც კი ივანიშვილს მოვიშორებთ, ავაშენებთ ამ პორტს და ეს პორტი იქნება სიმბოლო აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების, ჩვენი განვითარების და უამრავი სამუშაო ადგილის და ახალი პერსპექტივების გაჩენის. ამრიგად, ძალიან მნიშვნელოვანია ეს გვახსოვდეს. ეს პორტი არ იყო მხოლოდ პორტი ამ ქვეყნისთვის, ეს იყო სიმბოლო განვითარების და გაერთიანების და ყველაფერი წინააღმდეგი იმის, რის წინააღმდეგაც დღეს გამოდის ბიძინა ივანიშვილი”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.