Babajana LOGO

ჰარცელი​: დისკუსიების შედეგი საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება უნდა იყოს

20 იანვარს 2020 13:34ნახვები 719წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, კარლ ჰარცელი იმედს გამოთქვამს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს.
"უნდა იყოს სივრცე კომპრომისისა და საერთო შეთანხმებისთვის. ეს საკვანძო იქნება. როგორც ვიცით, ორივე მხარეს აქვს ვალდებულება, გააგრძელოს დიალოგი, რაც მისასალმებელია. მაგრამ გამოწევებიც იქნება - დისკუსიები, რომლებიც გაიმართა, უნდა იქცეს მისაღებ შედეგად საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით. ეს მოახდენს გარემოს დეპოლარიზაციას და გააჩენს ნდობას, რომელიც უმნიშვნელოვანესია არჩევნების კუთხით, რომელიც მიმდინარე წელს გაიმართება. მე ვიცნობ ბრიუსელის და ევროპის სხვა ქვეყნების დედაქალაქების პერსპექტივებს და შეფასებებს, რომ პოლარიზაცია მაღალია. იმედს გამოვთქვამთ, რომ შევძლებთ, წინ გადავდგათ ნაბიჯები დიალოგის კუთხით", - თქვა ჰარცელმა.
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში განახლდება. შეხვედრები სწორედ ევროკავშირის წარმომადგენლობის და სხვა დასავლელი პარტნიორების ინიციატივით ტარდება.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals