Babajana LOGO

გიორგი ვაშაძე - ძალიან ვწუხვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს მთლიანად აერია თავგზა

21 სექტემბერს 2020 05:11ნახვები 262წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ძალიან ვწუხვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს მთლიანად აერია თავგზა, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს და პოლიტიკურ პარტიებთან კოალიციის შექმნა საჭირო არ გახდება.
ვაშაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მცდარი სტრატეგია აირჩია და საერთო ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელის ფუნქციას ასრულებს.
„ეს არის ცრუ დილემა, რომელიც გუშინ მიხეილ სააკაშვილმა წამოაყენა. ძალიან ვწუხვარ, რომ მიშას მთიანად აერია თავგზა. პირდაპირ ვამბობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, მოიპოვოს მეტი მანდატი უბრალოდ იმით, რომ დაასუსტოს სხვა ოპოზიციური ძალები, არის უსუსტესი მცდელობა და ეს არ გაუვა იმიტომ, რომ საქართველო არჩევანს წარსულსა და მომავალს შორის აკეთებს. სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობის“ აბსოლუტური უმრავლესობა, ეს არიან ადამიანები, რომლებიც ებღაუჭებიან წარსულს და ამოცანა აქვთ, რომ წარსულის დიდებით მეტი მანდატი აიღონ და შეინარჩუნონ მთავარი ოპოზიციური ძალის ფუნქცია საქართველოში. ჩვენი ამოცანა რადიკალურად განსხვავებულია, ჩვენი მიზანია დავამარცხოთ „დამსხვრეული ოცნებების“, ივანიშვილის პარტია, შევქმნათ კოალიციური მმართველობა და დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი. ამაშია განსხვავება ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის. ძალიან ვწუხვარ, რომ მათ ასეთი მცდარი სტრატეგია აირჩიეს. ძალიან ვწუხვარ, რომ ისინი ასრულებენ საერთო ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელის ფუნქციას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania