13/02/201 814 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სალომე სამადაშვილი - კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს

კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს და იქაც რაღაც სისულელეებს ელაპარაკებიან ხალხს, -ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი წერს, რომელიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, იმყოფება სტრასბურგში, სადაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს.
"რთულია, სევდა არ შემოგაწვეს ევროპარლამენტში, როდესაც გახსენდება , რომ უპრეცედენტოდ, გამონაკლისის სახით, ორჯერ მოიწვიეს პრეზიდენტი სააკაშვილი აქ პლენარულ სხდომაზე გამოსასვლელად, ისტორიული მნიშვნელობის სიტყვით გამოვიდა. მთელი პარლამენტი საქართველოზე, მის მხარდაჭერაზე საუბრობდა. ახლა კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს და იქაც რაღაც სისულელეებს ელაპარაკებიან ხალხს, წვრილმანი თაღლითები. რას დაემსგავსა ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა",-წერს სამადაშვილი ფეისბუქზე.
ცნობისთვის, სტრასბურგში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების სხდომაზე, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გიგი უგულავას მხარდამჭერი პლაკატები გაშალეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილისა და „ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის მიერ გაშლილ პლაკატებზე წარწერა „გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია“ იყო დატანილი.
თავის მხრივ, სტრასბურგში გამართული შეხვედრების შეფასებისას პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი აცხადებს, რომ დასავლელ პარტნიორებს კითხვები, სხვა საკითხების გარდა, გიგი უგულავას დაკავების შესახებაც ჰქონდათ.
„გავაჟღერეთ სიახლე, რომ შეუძლიათ შექმნან ჯგუფი, რომელიც ჩამოვა საქართველოში და ადგილზე გაეცნობა ამ კონრკეტულ საქმესთან დაკავშირებით არსებულ მასალებს, რათა თავადაც დარწმუნდნენ, რომ დანაშაულის ჩამდენმა პირმა კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA