30/09/20927 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი სესიაშვილი - მარნეულში ჩვენი საარჩევნო შტაბის სპეციალისტს აედევნენ, უმოწყალოდ სცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს და მიატოვეს

სამწუხაროდ, ჩვენები პროვოკაციას წამოეგნენ და მოხდა ასეთი დაპირისპირება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პროვოკაციების გენერატორი არის ოპოზიცია - "ნაციონალური მოძრაობა" და მათთან დაკავშირებული ძალები,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მედიაზე თავდასხმა რაც არ უნდა კრიტიკული იყოს ის, მიუღებელია. ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" გუნდი არაერთ მოწოდებას აკეთებს, რომ პროვოკაციაზე თავი შეიკავონ, თუმცა, "ყველაფერს აქვს საზღვარი".
მან მარნეულში დღეს მომხდარ ძალადობის ფაქტზეც ისაუბრა.
"დღეს მართლაც ძალიან მძიმე ფაქტი დაფიქსირდა, მარნეულში, ჩვენი საარჩევნო შტაბის სპეციალისტს აედევნენ, გამოეკიდნენ, მოახდინეს დაჯახება, სასტიკად სცემეს, საუბარია 3-4 ადამიანზე, ვინც ყოველგვარი მიზეზის გარეშე სასტიკად სცემა და მიატოვა ეს ადამიანი, რადგან თვითმხილველები გამოჩნდნენ. ის ახლა მოთავსებულია საავადმყოფოში და უტარდება სამედიცინო დახმარება, პოლიცია ინტენსიურად მუშაობს, მე გახლდით შემთხვევის ადგილზე და გავეცანი ვითარებას. რა თქმა უნდა, გამოძიებას უნდა დაველოდოთ, თუმცა, ჩემი პირადი აზრია, რომ ამის უკან არ გამიკვირდება იყოს პოლიტიკური მიზნები და ჩვენი ოპონენტების ხელი ერიოს აქ, რამდენადაც რასაც ვაკვირდებით წინა დღეებში პროვოკაციების კასკადი მიმართულია იქით, რომ რეგიონში სიტუაცია დაიძაბოს, შეილახოს ქვეყნის იმიჯი. ეს უნდათ ჩვენს ოპონენტებს. ამის ფაქტები არსებობს. სამწუხაროდ, გუშინ ჩვენმა მხარდამჭერებმა თავი ვერ შეიკავეს და პროვოკაციას წამოეგნენ, ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ და ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ, მაგრამ აქვს ყველაფერს თავის საზღვარი. სამწუხაროა, რომ ეს მოხდა, გამოძიება მიმდინარეობს და ყველას პასუხი მოეთხოვება, განსაკუთრებით ვსაუბრობ დღევანდელ ინციდენტზე, რომელიც შემზარავი იყო იმ თვალსაზრისით, რომ უმოწყალოდ სცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს ადამიანი და მიატოვეს. ყველა ფაქტი არის შემზარავი და აბსოლუტურად მიუღებელი. ძალადობა არ შედის სახელმწიფოს და დღევანდელი ხელისუფლების ინტერესში. ჩვენს ოპონენტებს არ აწყობთ მშვიდობიანი გარემო, რადგან არ აქვთ შანსი ასეთ გარემოში რაიმე შედეგებს მიაღწიონ, ამიტომ ცდილობენ დაძაბონ ხალხი. ყველა ფაქტი უნდა იყოს გამოძიებული და უმკაცრესი რეაგირება მოხდეს,"- განაცხადა სესიაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,