12/10/201 675 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ 37% -ზე მეტს ვერ აიღებს, ბატონ გახარიას სანაძლეოს დავუდებ

„ქართული ოცნება“ 35 -37%-ზე მეტს ვერ აიღებს, თუ გინდათ, ბატონ გახარიას სანაძლეოს დავუდებ დებატებზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა , გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ხალხის რისხვის ეშინია.
„ხომ ამბობენ 54%-ს ავიღებთო, მე ვამბობ 35%-ს. სანაძლეოს დავუდებ და გამოვიდნენ მაშინ და აღიარონ, რომ ცდებოდნენ. კვერცხი გავუტეხოთ თავზე იმას, ვინც მოიტყუება. რაც გინდათ, ის მოვიფიქროთ. როგორ შეიძლება ასეთი მხარდაჭერა ჰქონდეს პარტიას, რომელმაც გააღარიბა ქვეყანა და უმუშევარი დატოვა 220 000 ადამიანი? გააკოტრა მცირე და საშუალო ბიზნესი და ერთადერთი, რაც გააკეთა არის ის, რომ დიდი ფული იშოვა საქართველოში. 15 მილიარდი ვალი რომ ავიღეთ 8 წლის მანძილზე, რამეს ეტყობა ეს? ეს ფული რომ გაფლანგეს და ჯიბეში წაიღეს, მათ ჰგონიათ, რომ ხალხმა ეს არ იცის?“, - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე განცხადებით, კვლევების მიხედვით „სტრატეგია აღმაშენებელი“ მესამე ადგილზეა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, პარტიის შემდეგი მიზანია მეორე ადგილის დაკავება და ოპოზიციურ ფლანგზე გადამწყვეტი ხმის მოპოვება.
„ჩვენ ყველა კვლევაში მყარად მესამე ადგილზე ვართ და ყოველდღიურად ეს მხარდაჭერა იზრდება. გუშინ ვიყავი ველისციხის ბაზარში და ჩემთვის მთავარი კვლევა არის, როდესაც ადამიანები მოდიან და პირდაპირ გეუბნებიან, რომ აქვს საქმის კეთების იმედი, გეუბნებიან: „მომბეზრდა ეს კინკალაობა და გაუთავებელი საუბარი წარსულზე“. ეს არის ჩემი მთავარი ტესტი და ის უამრავი ასობით და ათასობით ადამიანი, ვინც სოციალური ქსელებით გვეკონტაქტება, ვისაც ფიზიკურად ვხვდებით და ა.შ.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ არის მომავლის ძალა. ჩვენი შემდეგი მიზანი არის, რომ გვქონდეს გადამწყვეტი ხმა ოპოზიციურ ფლანგზე და ჩვენს გარშემო მოხდეს ოპოზიციური ბლოკის ფორმირება. ჩვენ ამას მივაღწევთ, დრო დარჩენილია. ახლა ხდება საბოლოო ფორმირება გადაწყვეტილებების“, - განაცხადა ვაშაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ