20/11/201 420 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

ქართული ოცნების ფაქტობრივად ერთპარტიული არჩევნები და სრული უგულებელყოფა ოპოზიციისგან

21 ნოემბერს საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლის კანდიდატსაც მეორე ტურებში უნდა მიეღო მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა. 
ბოიკოტის მიზეზი ისაა, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია. 
თავდაპირველად განიხილებოდა, რომ მეორე ტურის დროს ოპოზიციური პარტიები ორგანიზებას გაუწევდნენ აქციას, როგორც ეს არჩევნების შემდეგ ყოველ შაბათ დღეს ხდებოდა, თუმცა, 20 ნოემბერს ლიდერებმა მეორე ტურის სრული უგულებელყოფის გადაწყვეტილება მიიღეს
ქართული ოცნება მხოლოდ საკუთარ თავს შეეჯიბრება შემდეგ 17 ოლქში: 
  1. მთაწმინდა – ბექა ოდიშარია;
  2. ვაკე – ნოდარ ტურძელაძე;
  3. საბურთალო – დავით სერგეენკო;
  4. ისანი – კახა კახიშვილი;
  5. სამგორი – სოზარ სუბარი;
  6. დიდუბე-ჩუღურეთი – გია ვოლსკი;
  7. ნაძალადევი – მიხეილ ყაველაშვილი;
  8. გლდანი – ლევან კობიაშვილი;
  9. რუსთავი – ნინო ლაცაბიძე;
  10. მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგი – შალვა კერესელიძე;
  11. ხაშური-ქარელი – ზაალ დუგლაძე;
  12. ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული – ბეჟან წაქაძე;
  13. ქუთაისი – ზაზა ლომინაძე;
  14. თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი – ირაკლი ქადაგიშვილი;
  15. ზუგდიდი – ირაკლი ჩიქოვანი;
  16. ბათუმი – რესან კონცელიძე;
  17. ხულო-შუახევი-ქედა-ხელვაჩაური – ანზორ ბოლქვაძე.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მე-2 ტურს არ დააკვირდება.   
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმების 48.22% მიიღო, ოპოზიციურ პარტიებზე კი ხმები ასე გადანაწილდა:
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია – 27.18%
ევროპული საქართველო – 3.79%
ლელო – 3.15%
სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
გირჩი – 2.89%
მოქალაქეები – 1.33%
ლეიბორისტული პარტია – 1%
ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებდნენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.
ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები". – წერდა ორგანიზაცია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY