Babajana LOGO

ბათუ ქუთელია - ქვეყანაში არალეგიტიმური ძალაა, რომელიც ცდილობს მიითვისოს ძალაუფლება და სახელმწიფო

26 ნოემბერს 2020 08:30ნახვები 628წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის ბათუ ქუთელიას შეფასებით, ქვეყანაში არალეგიტიმური ძალაა, რომელიც ცდილობს მიითვისოს ძალაუფლება და სახელმწიფო.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს და სახელმწიფოს მართვა ახალმა, ლეგიტიმურმა მთავრობამ გააგრძელოს.
„მთავარი პრობლემა, რაც დღეს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე დგას, არის ის, რომ ქვეყანაში არის არალეგიტიმური ძალა, რომელიც ცდილობს მიითვისოს ძალაუფლება და სახელმწიფო. ამის მოთმენა არ შეიძლება. ამის წინაღმდეგ უნდა გაილაშქროს ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ სად მოღვაწეობს, პოლიტიკური პარტია იქნება ეს, თუ სამოქალაქო საზოგადოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო აღარ იარსებებს. ეს არის ის წითელი ხაზი, რომლის გადალახვის შემდეგ ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე დავდგებით.
მთავარი პრობლემა არის ის, რომ არალეგიტიმური ხელისუფალია, ვისაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება და რეალურად, უმცირესობაშია. ის ქვეყნის მართვას ვერ გააგრძელებს. ეს ქვეყანაში კატასტროფულ კრიზისს გამოიწვევს, რაც ყველა ჩვენთაგანზე აისახება. არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური გემოვნება აქვს. აქედან გამომდინარე, ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ და ჩვენი პარტნიორების დახმარებითაც უნდა ვაიძულოთ ეს ხელისუფლება, გაუშვას ძალაუფლება ხელიდან, დაინიშნოს არჩევნები და ახალმა, ლეგიტიმურმა მთავრობამ გააგრძელოს ქვეყნის მართვა“,- განაცხადა ქუთელიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
MAX Chania
amazon deals