30/11/201 734 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ალეკო ელისაშვილი - თქვან: „ბოდიში, ჯანდაცვის სისტემა 8 თვის განმავლობაში, მეორე ტალღისთვის ვერ მოვამზადე “ და ტიკარაძე და გახარია წავიდნენ სახლში

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, შექმნილი პანდემიური ვითარებიდან რეალური გამოსავალი ის არის, რომ ყველას უნდა შეეძლოს, თავისი პოლიტიკური გემოვნება გვერდზე გადადოს.
როგორც ელისაშვილმა ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ხელისუფლებამ და ოპოზიციამ პასუხისმგებლობა უნდა გაინაწილოს და აზრები გაცვალოს.
“ხელისუფლებას აქვს ორი ბერკეტი - დარწმუნება და იძულება. იმის გამო, რომ გააყალბა არჩევნები და უთავბოლოობითაა დაკავება, არავის არ სჯერა მათი. არანაირი არგუმენტი ჩაკეტვებს არ ახლავს. დარჩენიათ იძულების ბერკეტი, რასაც წინააღმდეგობა ხვდება. რეალური გამოსავალი ის არის, რომ როდესაც არის ომი, მასშტაბური სტიქიური უბედურება ან პანდემია, ყველას უნდა შეეძლოს, თავისი პოლიტიკური გემოვნების გვერდზე გადადება. გაზაფხულის ჩაკეტვების მერე რომ ეგონათ, მაგარი კრიზისმენეჯერები იყვნენ, ყველას ზემოდან ყურება დაგვიწყეს“ , - განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილის აზრით, პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და თანამდებობა დატოვონ.
“პასუხისმგებლობის აღება იმას ნიშნავს, რომ ბოდიშს იხდი და სახლში მიდიხარ. ვის რად უნდა ტიკარაძე თანამდებობაზე იქნება თუ - არა. უბრალოდ აჩვენებდნენ, რომ რაღაცაზე აქვთ პასუხისმგებლობა, ისევე როგორც გახარია. თქვან: „ბოდიში, ვერ მოვამზადე ჯანდაცვის სისტემა 8 თვის განმავლობაში მეორე ტალღისთვის“ და ტიკარაძე და გახარია უნდა წავიდნენ სახლში. ვისაც მართლა მენეჯმენტის გამოცდილება აქვს, ის უნდა მოვიდეს. კორონავირუსი რომ გჭირს, იწყება ჯოჯოხეთი, არ იცი, რა უნდა ქნა და არავინაა, რომ დაგაკვალიანოს. წამყვანი არაა, ადგილს ვერ იშოვი. ეს ნორმალურია? ამაზე პასუხისმგებლობა მთავრობის თავმჯდომარემ და ჯანდაცვის მინისტრმა არ უნდა აგონ?”, - განაცხადა ელისაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA