25/12/201 456 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

კალაძემ 3 მილიონად თეთრი ქვები სანქცირებული კომპანიისგან იყიდა – მერიის განმარტება

თბილისის მერია, განმარტებას აკეთებს, ლევან ხაბეიშვილის გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მერიამ სამ მილიონად აშშ-სგან სანქცირებული ირანული კომპანიისგან თეთრი ქვები იყიდა
მერიის წარმომადგენლის თქმით, მათ კონტრაქტი გააფორმეს ქართულ კომპანიასთან, რომელიც სანქცირებული არასდროს ყოფილა. ხოლო ირანულ კომპანიას მერიაში არ ახსენებენ.
"თბილისის მერიამ გააფორმა კონტრაქტი ქართულ კომპანიასთან, რომელიც არანაირად არავისთან მიმართებაში არ არის სანქცირებული და არასოდეს მასთან მიმართებაში თბილისის მერიას სანქცია არ გამოუყენებია, შესაბამისად ის სპეკულაციები, რომლებიც ამ თემაზე მოყოლილია არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, სატენდერო პირობები იყო აბსოლუტურად გამჭირვალე, ეს კომპანია დევს საიტზე და შეგიძლიათ ნებისმიერ ორგანიზაციას, მედიას გადაამოწმოთ და ნახოთ, რომ ეს კომპანია არც სანქცირებულია და მსგავს პრობლემებში, სკანდალებში, არასდროს არ ყოფილა გახვეული", - ამბობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია.
ლევან ხაბეიშვილი, თეთრი ქვების შეძენასა და ბიუჯეტის ფლანგვაზე პასუხისმგებლობას კახი კალაძეს აკისრებს. 
"დედაქალაქს ტრენდული მერი რომ ჰყავს, მილანიდან რომ ალვის ხეს მოათრევს, მილიონებს რომ იხდის და ზოგადად მილანში ხომ ანაბარივით გააქვს თბილისის ბიუჯეტი, ახლა გადაწყვიტა, რომ სამ მილიონ ლარზე მეტი გადაიხადოს ქვებში და ისეთი ირანული კომპანიიდან ჩამოიტნოს, რომელიც სანქცირებულია აშშ-დან, გვითხრან დედაქალაქში როგორ მოხდა სანქცირებული კომპანიის ტომრებით ქვები, კალაძეა პასუხისმგებელი", - ამბობს ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ხაბეიშვილი
კომპანია Arvand Petrochemical Company-ს , რომლისგანაც თბილისის მერიამ სამშენებლო მასალა შეიძინასანქცია 2019 წელს ისლამურ რევოლუციურ გუშაგთა კორპუსს ფინანსური მხარდაჭერისთვის აქვს დაწესებული.
ვინ და რატომ დაუწესა ირანულ კომპანიას სანქციები - ნახეთ აქ. 
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ სამშენებლო მასალა აშშ-ს სანქცირებული ირანული კომპანიისგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი სოლიდური თანხით შეიძინა
თბილისის მერია შეძენილ თეთრ ქვებს კახეთის გზატკეცილზე გზაგამყოფ ზოლზე ყრის. ინფორმაციას ამის შესახებ ენმ-ს წევრები, ლევან ხაბეიშვილი და ირაკლი ნადირაძე ავრცელებენ.
ცნობისთვის, დღეს კახი კალაძე, თბილისის მერიაში 2021 წლის ბიუჯეტს და 2020–ის შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენს. ოპოზიცია ბიუჯეტის განხილვაში არ მონაწილეობს და ამბობს, რომ კალაძე ბიუჯეტის ხარჯზე აპირებს 6 000 მილიონზე მეტით გაუზარდოს ხელფასები მერიის თანამშრომლებს და ბიუჯეტი, რომელიც იფლანგება მოქალაქეებზე მორგებული ვერ იქნება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY