29/12/201 008 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პრემიერი - პოლიტიკური კრიზისი მოკლევადიანია და ამას კრიზისს ვერც დავარქმევდი

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, დღეს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას „კრიზისს ვერ დაარქმევდა“.როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისის დაძლევა.
ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, გაივლის დრო და არავის ემახსოვრება, კონკრეტულად ვინ შევიდა პარლამენტში ან ვინ თქვა შესვლაზე უარი.
„ადამიანურად მიმაჩნია, რომ ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისი ყველაზე მნიშვნელოვანია. მესმის, რომ პოლიტიკური კრიზისი ასევე მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არის ძალზედ მოკლევადიანი, მიმდინარე და მე ვერც დავარქმევდი ამას კრიზისს. პარლამენტი ფუნქციონირებს, მთავრობა ფუნქციონირებს, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული არ არის, დემოკრატიული პროცესი ვითარდება. შესაბამისად, დღეს ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეპიდემიასთან და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაა. მერწმუნეთ, გაივლის დრო და არავის ემახსოვრება ის, რასაც თქვენ ახლა პოლიტიკურ კრიზისს ეძახით. უფრო მეტსაც გეტყვით, არავის ემახსოვრება კონკრეტულად ვინ შევიდა პარლამენტში ან ვინ თქვა შესვლაზე უარი. ყველას ემახსოვრება ერთადერთი რამ, როგორ გაუმკლავდება ქვეყანა ეკონომიკას და ეკონომიკურ კრიზისს. დღეის მდგომარეობით, პრიორიტეტების ნუსხაში ეს ორი საკითხი დგას პირველ რიგებში და სხვა ყველაფერი შემდგომ’, - განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA